in

ეფექტური მუშაობა დისტანციურად

გარემო პირობებიდან გამომდინარე, ბევრი ადამიანი მუშაობს დისტანციურად და კომპანიებს უწევს მუშაობის ახალ პრინციპებზე გადაწყობა. ეს მარტივი ნამდვილად არ არის, რადგან საქართველოში ბიზნესების უმეტესობაში, ჯერ კიდევ ხშირია არაფორმალური კომუნიკაცია და მართვა საქმესთან მიმართებაში:

  • მენეჯერები მაშინ თვლიან, რომ თანამშრომლები მუშაობენ, როდესაც ხედავენ, რომ ისინი სამუშაო ადგილზე სხედან საქმიანი სახეებით
  • კომუნიკაციის დიდი ნაწილი საქმესთან მიმართებაში ხდება გადალაპარაკებით, მოსაწევ სივრცეებში და ყავის სმის დროს სამზარეულოში

დისტანციური მუშაობის აუცილებლობა, რა თქმა უნდა, ბიზნესების ციფრულ ტრანსფორმაციას დააჩქარებს და ვინც ამ, შედარებით ნაკლებად დატვირთულ პერიოდს გამოიყენებს, იმისათვის, რომ უფრო ეფექტური ბიზნესი ააწყოს, ძალიან მოიგებს.

ამ მცირე სტატიით გვინდა, გამოცდილება გაგიზიაროთ, თუ რას უნდა მიაქციოთ ყურადღება და რა ინსტრუმენტები შეგიძლიათ, დანერგოთ იმისათვის, რომ საბაზისო დონეზე იყოთ გაციფრულებულები, რაც დიდად გააუმჯობესებს თქვენი ბიზნესის ეფექტურობას და მოგცემთ კონკურენტულ უპირატესობას.

  1. გამოიყენეთ კომუნიკატორები, როგორებიცაა: zoom, Cisco webex, zoho meeting და ა.შ რაც დაგეხმარებათ მარტივად გადაიტანოთ შეხვედრები და თათბირები ციფრულ გარემოში
  2. თქვენი ძირითადი სამუშაო ფაილები არ უნდა იყოს კომპიუტერებში ან პირად ქლაუდ სანახებში (მაგ. personal dropbox), აუცილებლად უნდა იყოს კორპორატიულ ქლაუდ სანახებში, მაგალითად: იგივე zoho workplace, google apps ან Microsoft office 365-ში, რაც საშუალებას მოგცემთ მათი უსაფრთხო გაზიარების, კომპანიის შიგნით და  ჯგუფური მუშაობის. ასევე კომპიუტერზე წვდომის შეზღუდვის ან თანამშრომლის სამსახურიდან წასვლის შემთხვევაში, მნიშვნელოვანი ფაილები არ დაიკარგება
  3. ზემოთ აღნიშნულ კორპორატიულ ქლაუდ პროვაიდერებს (zoho, google, Microsoft) აქვთ უამრავი პრაქტიკული აპლიკაცია, რომელიც აუცილებლად უნდა დაინერგოს ბიზნესის საჭიროებიდან გამომდინარე. მაგალითად: თუ კორპორატიული გაყიდვებით ხართ დაკავებული, დაგეხმარებათ zoho CRM ან zoho invoice, თუ გჭირდებათ უამრავ დოკუმენტზე გუნდური მუშაობა და ელექტრონული ვიზირებები, დაგეხმარებათ Microsoft SharePoint-ის პლატფორმა, რომელიც არის office 365-ის ნაწილი. ასევე, პროექტების მენეჯმენტისთვის – zoho projects, „ტასკების“ მენეჯმენტისთვის zoho desk

აღნიშნული ინსტრუმენტების გამოყენება არ არის ძვირი, ერთადერთი რაც გჭირდებათ უფრო ეფექტური მუშაობისთვის, მონდომებაა და საწყის ეტაპზე კვალიფიციური კონსულტაციები, რაშიც დიდი სიამოვნებით დაგეხმარებათ როგორც ჩვენი ისე სხვა მრავალი IT კომპანია.

როდესაც მოახდენთ მსგავსი ინსტრუმენტების დანერგვას კომპანიაში, აღარ გაგიჩნდებათ იმის პრობლემა, თუ როგორ გააკონტროლოთ თანამშრომლების მუშაობა და სამუშაოს შესრულების ხარისხი, რადგან ყველაფერი სახეზე გექნებათ. შეძლებთ თანამშრომლის თითოეული აქტივობა დაინახოთ და მისი ეფექტურობა შეაფასოთ, ხოლო თანამშრომლებს მიაჩვევთ მუშაობის თანამედროვე მიდგომებს, გახდით ტექნოლოგიურად უფრო განვითარებულებს და ამით შეუმცირებთ სტრესს და დატვირთვას.

გაითვალისწინეთ, რომ თუ დღეს ამ ყველაფერს ახდენთ მეილებით კომუნიკაციის საშუალებით, გიწევთ უამრავი შიდაკორპორატიული მეილების წერა და კითხვა, „ექსელის“ ფაილების შევსება და მეილებით გაგზავნა, ესე იგი თქვენს კომპანიას სჭირდება ციფრული ტრანსფორმაცია, მეილების გამოყენება. რა თქმა უნდა ჯობია ზეპირსიტყვიერ კომუნიკაციას თუმცა, მხოლოდ ამ გზით მუშაობა და უამრავი ყოველდღიური მეილები, დაბალი ციფრული განვითარების მანიშნებელია.

 

[პარტნიორის კონტენტი]

“შექმენი შენი Story” – Avon-ის რეალითი შოუში ინსტაგრამერმა ელენიკო რუხაძემ გაიმარჯვა

„საქართველოს ბანკმა“ დიზაინსისტემა შექმნა