in

„თვალი სვამს და თვალი ჭამს“, ანუ როგორი უნდა იყოს ვიზუალური კონტენტი?!

ოდესმე თუ დაფიქრებულხართ, რას აქვს ყველაზე დიდი ძალა სამყაროში, რა გვახარებს ან გვტკენს გულს ყველაზე მეტად? პასუხი ერთია – სიტყვა. მარტივი, რთული, 6 თანხმოვნიანი, 2 ხმოვნიანი, სიტყვები მაგიური და ჯადოსნური. მაგრამ დღეს, ეჭვით სავსე სამყაროში ადამიანი მხოლოდ სიტყვას აღარ ენდობა და სულ უფრო მეტად უჩნდება სურვილი, საკუთარი თვალით ნახოს ის, რაც ესმის.

pasha-statiebi
pasha-statiebi

ამიტომ, ნებისმიერი კომპანიისთვის, მნიშვნელოვანია სწორი ვიზუალური კონტენტი. არავერბალურ კომუნიკაციაში უკვე არსებული ტექნიკის გამოყენება ან ახლის გამოგონება, ამ პროცესს უფრო მეტად აახლოებს ხელოვნებასთან. მაგრამ არსებობს პრინციპები, რომლებიც უცვლელია და როგორც წესი, ამა თუ იმ ნამუშევრის ღერძს წარმოადგენს.

ყველაფერი გენიალური მარტივია – ეს, თითქოს, გაცვეთილი ფრაზა ყველაფერს ამბობს. კომპლექსური და ჩახლართული იდეის მარტივად წარმოჩენა მნახველის გაკვირვებას და აღფრთოვანებას იწვევს, ვიზუალური კონტენტი კი მარტივად აღსაქმელი და ადვილად დასამახსოვრებელი ხდება. შედეგად, ადამიანის მეხსიერებაში – მარტივი გამოსახულება, გონებაში კი დიდი იდეა რჩება.

ქმედებისკენ მოწოდება – ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მესიჯია. ვიზუალური კონტენტის შექმნის მთავარ მიზანს ადამიანის იძულება წარმოადგენს – შეიძინოს ან გააკეთოს ის, რაც თქვენ გსურთ. ეს კი უნდა შეატყობინოთ. ადამიანისთვის მოწოდება, როგორც წესი, ერთგვარი, მოტივაცია ხდება და უმეტესწილად, თანხმდება გაგზავნილ გა-მოწვევას.

ვიზუალური მეტაფორები  ადამიანს პარალელების გავლების შესაძლებლობას აძლევს. შედეგად, ვიზუალურ კონტენტში ჩადებული იდეა კიდევ უფრო ხელმისაწვდომი, ადვილად აღქმადი და გასაგები ხდება. მაგრამ მეტაფორა მარტივი და ყველასათვის გასაგები უნდა იყოს. მაგალითად, ნათელი უნდა იყოს. ზემოთ გამოთქმულ აზრს უფრო გასაგებს Saatchi&Saatchi-ის ნამუშევარი, სადაც საუბარია, რომ გაურეცხავი ბოსტნეული შეიძლება მომაკვდინებელ იარაღად იქცეს.

ვიზუალური კონტენტის ერთ-ერთი ფუნდამენტი მიზანმიმართული გრადაციაა. ზომებით თამაშის წყალობით, სხვადასხვა ეფექტის წარმოქმნა შეიძლება. მასშტაბებით ოპერირება და მისი დამორჩილება მომხმარებელს ზუსტ მესიჯს აწვდის. თან, შექმნილი ვიზუალური მასალა მნახველის გაოცებასა და აღფრთოვანებას იწვევს.

სიურეალიზმი – თვალს ყოველთვის იზიდავს რაღაც ამოუცნობის დანახვა. ოპტიკურ ილუზიებს შორის კი დიდი პოპულარობით სარგებლობს პენროუსის სამკუთხედი. ეს იდეა კომპანია DDB Tribal-იმ საკმაოდ წარმატებულად გამოიყენა IKEA-სთვის შექმნილ ვიზუალურ კონტენტში – „წარმოუდგენელი და შეუძლებელი, შესაძლოა, ყოველდღიური გახდეს.

გაზვიადება ყოველთვის ცუდი არ არისპირიქით, თუ გონივრულადაა გაკეთებული, აუდიტორიაზე წარუშლელი შთაბეჭდილების მოხდენა შეუძლია. მაგალითად, Raid-ის ვიზუალური კონტენტი: Raid იმდენად ძლიერია, რომ ნებისმიერი მწერს ანადგურებს, მათ შორის, მწერების მუსიკალურ ინტერპრეტაციასაც კი.

ეთამაშეთ ფონტს – თუ ტექსტს განსხვავებულად მიუდგებით, მხოლოდ ერთი წინადადებით შეძლებთ სხვადასხვა განწყობის, იდეისა და ისტორიის საზოგადოებისათვის მოყოლას.

არასოდეს ახსნათ ის, რისი ჩვენებაც შესაძლებელია. გაუგზავნეთ საზოგადოებას ნათელი მესიჯი. თუმცა, მიეცით მას ინტერპრეტირების საშუალება. აუდიტორიას მის მიერვე „შექმნილი“ კონტენტი ყოველთვის ემახსოვრება.

თქვით მოკლედ და ლაკონურად. გახსოვდეთ, საზოგადოების ყურადღებას მხოლოდ რამდენიმე წამით ფლობთ. ძლიერი ვიზუალური კონტენტი და ადვილად გასაგები, თუმცა, კრეატიული ორიოდე სიტყვა ადამიანის გონებას დიდხანს გაჰყვება და თქვენს მესიჯზე დააფიქრებს.

არ დაგავიწყდეთ ფერების ძალა – ფერები ემოციების გამოწვევის საუკეთესო საშუალებაა. ყოველი ფერი, რომელიც თვალს „აღიზიანებს“, უშრეტი ყურადღების წყაროდ იქცევა, წარმოქმნის ენერგიას, ხასიათისა და აღქმის მრავალფეროვნებას. ვიზუალურ კონტენტში ფერი აცოცხლებს თამამ, ცბიერ თუ რომანტიულ განწყობას.



ვადა იწურება დღეს! – Ad Black Sea 2018

მშობლებო, ტყუილების დრო დამთავრდა! – Spark-ის ვიდეორგოლი