ხშირად, „აუ, რა მაგარი იდეაა“ შესაძლოა თქვენი ინოვაციისთვის დიდი მარცხის მიზეზი იყოს. ეს მარცხი კი გამოიხატება დაკარგულ დროში, ფულსა და მხარდაჭერაში, რომლის ინვესტირება მეტად ღირებულ გადაწყვეტილებებში შეიძლებოდა. ხშირად, აღმაფრთოვანებელი იდეის „ბნელი მხარეების“ დანახვა გვიჭირს, ამას სამეცნიერო წყაროც გვიდასტურებს, რომლის მიხედვითაც, სამომავლო პერსპექტივების განხილვისა და განმტკიცებისას, ადამიანები ნაკლებ ყურადღებას უთმობენ ნეგატიურ ინფორმაციას, ანუ, ცდილობენ თავიდან აირიდონ მოსალოდნელ ცუდ შედეგებზე ფიქრი. მეტიც, მეცნიერთა თქმით, ხშირ შემთხვევაში, ჩვენ ვაიგნორებთ იმ ტიპის ინფორმაციას, რომელიც არ უჭერს მხარს ჩვენს შეხედულებებს.
რატომ?
ტვინი მართალია მაშინაც, თუ ის არასწორია?
ყოველთვის, როცა ვიგებთ ჩვენი წარმოდგენის გამამყარებელ პოზიციას, ჩვენს ტვინში აქტიურდება რეგიონი, რომელიც უკავშირდება კვებით მოთხოვნილებებს. დიახ, ჩვენ ხშირად ვეძებთ ინფორმაციას, რომელიც უკავშირდება ჩვენს სურვილებს. იმ შემთხვევაშიც, თუ თქვენ არასწორი ხართ, ტვინი პოულობს გზას გითხრათ: „ჰეი, შენ იყავი მართალი ამ გადაწყვეტილებაში, გილოცავ!“ შეგვიძლია ვთქვათ, რომ თქვენივე გონება თქვენს წახალისებას ცდილობს, თუმცა, რამდენად ობიექტურია ის შეფასებებში, როცა საქმე თქვენს სურვილებსა და მოთხოვნილებებს ეხება?
გაცნობიერება პირველი ნაბიჯია
აშშ-ს არმიის ინტელექტის ანალიზისას, მკვლევარები განიხილავდნენ ბრძოლის სცენარს. მიუხედავად იმისა, რომ ცდისას იყენებდნენ მათი შეხედულების უარმყოფელ ჰიპოთეზას, პირველ ეტაპზე, მეცნიერები ცდილობდნენ მათი პოზიციის მხარდაჭერას, რომ მიეღოთ ნდობა. მეორე ეტაპზე, იმავე მონაწილეებს აჩვენეს, თუ რამდენად ნეგატიურად იმოქმედა მათმა „სანდო პოზიციამ“ შედეგზე. მონაწილეებს ალტერნატიული ჰიპოთეზის შესახებ მათი ცნობიერების ამაღლება ვიზუალური მასალით შეეძლოთ. ექსპერიმენტის შედეგად, მონაწილეთა 50-მა პროცენტმა, მინიმუმ ერთჯერ შეცვალა პირველადი, „სანდო პოზიცია“, დავალების შესრულებისას. თქვენ უნდა შეგეძლოთ შეახსენოთ საკუთარ თავს, რომ მსგავსი ტენდენცია ყველა ჩვენგანს გვაქვს.
დაძლიეთ თქვენი ეგო და იმუშავეთ ადამიანებთან, რომლებსაც საპირისპირო შეხედულებები აქვთ
მორიგი კარგი ნაბიჯი არის ითანამშრომლოთ ადამიანებთან, რომლებსაც თქვენი შეხედულებების საწინააღმდეგო აზრები აქვთ. ვინმე ისეთთან, რომელიც ფიქრობს, რომ თქვენი იდეა იმდენად კარგი არ არის, რამდენადაც წარმოგიდგენიათ. რა თქმა უნდა, ჯანსაღი შედეგის მისაღებად, ორივე მხარეს გჭირდებათ გამოცდილებისთვის ღიაობა, სხვისი პერსპექტივის მიმღებლობა და გახსნილობა. თუ ეს არ შეგიძლიათ, ეცადეთ გქონდეთ, რადგან ეგოსა და მყარ შეხედულებებს ინოვაციური იდეის მოკვლა შეუძლიათ.
წყარო: Inc.com