in

„თუ საკუთარ ეგოს იცნობთ“ – სამი შვილის დედის ესთეტიკური მედიცინის ცენტრი „ეგო მედიქალი“

ესთეტიკური მედიცინის ცენტრ „ეგო მედიქალის“ ამბავი 2015 წელს დაიწყო, ანუ მაშინ, როცა მის დამფუძნებელს – ეკა კაპანაძეს მესამე შვილი ეყოლა და სამსახურიდან წავიდა. „არ მინდოდა ჩემს შვილებს დედის ზრუნვა და გვერდში დგომა მოკლებოდათ, ეს კი სრულ განაკვეთიან სამუშაოს გამორიცხავდა“, – გვიყვება ის. ყოველთვის ფიქრობდა საკუთარი ბიზნესის წამოწყებაზე. სანამ სამუშაო ჰქონდა, ეკა იდეის განხორციელებას ვერ ახერხებდა, „სახლში ყოფნა“ კი დიდი მოტივაცია აღმოჩნდა ცვლილებებისთვის და დღეს, „ეგო მედიქალი“ მეორე ფილიალს ხსნის.

BOG
BOG

 

მივიჩნევ, რომ საკუთარ გარეგნობაზე ზრუნვა პირველ რიგში, ჩვენი გემოვნების, კომფორტისა და თავდაჯერებულობისთვის გვჭირდება. ამიტომ, არ არის გასაკვირი, რომ ჩემი წამოწყებაც ამ სფეროს დაუკავშირდა. იდეაზე მუშაობის დაწყებიდან მალევე აღმოვაჩინე კომპანია „სანსო“, რომელიც დამეხმარა ლიზინგით  შემეძინა Soprano Ice-ის დიოდური ეპილაციის აპარატი, რის შემდეგაც ყველაფერი საკმაოდ სწრაფად განვითარდა და ორ თვეში, ჩვენი პირველი პეკინის ფილიალი გაიხსნა“.

M: როგორია „ეგო მედიქალის“ სამიზნე აუდიტორია, ანუ ვისთვის შექმენით ბრენდი?
„ეგო მედიქალის“ მომხმარებელი მსურდა ყოფილიყო ძლიერი, დამოუკიდებელი გემოვნების მქონე ადამიანი, ვინც კარგად იცის საკუთარი პრიორიტეტები, იცნობს საკუთარ ეგოს, იცის და თამამად წყვეტს რა სტანდარტის, კომფორტისა და ხარისხის მომსახურება შეეფერება მის გარეგნობასა და ხასიათს. ვფიქრობ, სახელი ეგო, ჩვენ შემთხვევაში, სწორედ ამ ასოციაციას უნდა იწვევდეს, ის გამოხატავს მომსახურების ისეთ სტანდარტს, რომელსაც ნებისმიერი ჩვენგანი თამამად მიანდობდა თავს.

M: როგორ ვითარდებოდა „ეგო მედიქალი“ დროთა განმავლობაში და დღეისათვის, რა იყო ახალი ფილიალის გახსნის წინაპირობა?
პირველი წელი ძალიან გამიჭირდა, რადგან გვქონდა ისეთი მიმართულებებიც, რომლებიც წარუმატებელი გამოდგა. თუმცა, არ დავნებებულვარ და დიდი შემართებით ვაგრძელებდი ჩემი საყვარელი საქმის განვითარებას. მომხმარებლების უკუკავშირის გათვალისწინებით, დაიხვეწა ჩვენი მიდგომები და შეიქმნა გარემო რომელიც მთლიანად მათზეა მორგებული, ეს კი „ეგოს“ ძლიერ გუნდთან ერთად, განაპირობებს იმას, რომ ჩვენი ლოიალური მომხმარებლების რიცხვი დღემდე იზრდება. სწორედ ეს იყო მეორე ფილიალის გახსნის წინაპირობაც: გვსურს ჩვენი მომსახურეობა უფერო მეტი ადამიანისთვის გახდეს კიდევ უფრო ხელმისაწვდომი და კომფორტული.

M: რა სირთულეებს უკავშირდება 3 შვილის დედისთვის საკუთარი ბიზნესის მართვა? დღემდე, რამდენად ჩართული ხართ კომპანიის გადაწყვეტილებებში?
ძალიან რთულია, თუმცა შეუძლებელი არაფერია. რთულია შვილებს არ მოაკლო სითბო, ყურადღება, იყო მათ გვერდით როცა მათ სჭირდები და ამავდროულად, მართავდე ბიზნესს, რომელსაც არანაკლები დრო და ყურადღება სჭირდება. საბედნიეროდ, სირთულეების მიუხედავად, ბიზნესის განვითარებასთან ერთად შემოგვემატა თანამშრომლები და შეიკრა ძალიან მაგარი გუნდი, რომელიც დიდი წარმატებებით მოვიდა დღემდე და სულ მალე, ჩვენ მზად ვიქნებით ახალ ფილიალშიც იგივე ენერგიით ვუმასპინძლოთ მომხმარებლებს.

M: რა არის საჭირო იმისათვის, რომ ერთდროულად იყო წარმატებული ბიზნესმენი და მრავალშვილიანი დედა?
უპირველესად, სურვილი და მონდომება. მთავარია ადამიანს გჯეროდეს საკუთარი თავის, გიყვარდეს საქმე რომელსაც აკეთებ და დარწმუნებული ვარ, ვერაფერი შეგაფერხებს წარმატების მიღწევაში. მესამე შვილის შეძენის შემდეგ წამოვიწყე ეს საქმიანობა და ამ 3 წლის მანძილზე ის არანაკლებ დროსა და მზრუნველობას მოითხოვდა. დამეთანხმებით, შეუძლებელია არ გიყვარდეს ის რაც შენს ხელში დაიბადა და გაიზარდა, ასევე მიმაჩნია რომ შეუძლებელია წარმატებული არ იყოს საქმე რომელშიც ადამიანი ამხელა ძალისხმევას ჩადებს.

M: ეპილაციისა თუ კოსმეტოლოგიის მიმართულებით დღეს საქართველოში არაერთი კომპანია მოღვაწეობს. რა არის თქვენი კონკურენტული უპირატესობა მათთან მიმართებაში? რა გამოგარჩევთ ბაზარზე?
დაგეთანხმებით, რომ ამ სფეროში ძალიან დიდი კონკურენციაა, თუმცა იმასაც ვიტყვი რომ მომსახურეობის ხარისხის პრობლემა დგას. ჩვენი თითოეული მომხმარებელი დაგიდასტურებთ, რომ ჩვენს ცენტრში განსხვავებულად მაღალ საფეხურზე დგას მომსახურეობის და პროცედურის სტანდარტები, რომელიც ძალიან თბილ და ოჯახურ გარემოსთან არის შეზავებული. სწორედ ეს არის ჩვენი კომპანიის მთავარი ნიშა და სავიზიტო ბარათი.

M: ფილიალის გახსნის შემდეგ, რა გეგმები აქვს „ეგო მედიქალს“? აპირებთ, თუ არა მეტად გაფართოებას ან ახალი სერვისების შეთავაზებას ქართველი მომხმარებლისათვის?
მეორე ფილალშიც, რა თქმა უნდა, მომხმარებელს შევთავაზებთ ეპილაციის სერვისს და კოსმეტოლოგიურ მომსახურეობას, ასევე ორივე ლოკაციაზე ვაპირებთ დავამატოთ მანიკურ-პედიკურის მომსახურეობაც. რაც შეეხება ფილიალების დამატებას, უახლოეს მომავალში არ ვგეგმავთ, თუმცა სამომავლოდ ალბათ ქუთაისისა და ბათუმის მიმართულებით გავფართოვდებით.

[R]

Viber-ის პირველი ქართული სტიკერები Coca-Cola-სგან

“ფაბრიკაში” საშობაო ბაზრობა გაიმართება