in

საქართველოს ეგვიპტის ტურიზმის სფეროს დელეგაცია და 10 წამყვანი ტურკომპანია ესტუმრა

თბილისს ოფიციალური ვიზიტით ეგვიპტის დელეგაცია ეწვია. დელეგაციის წევრებმა მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართეს და ეგვიპტის ტურისტული ბაზრის მდგომარეობა და ამ სფეროს ინიციატივები გააცნეს. ასევე, წარმოადგინეს ეგვიპტის კურორტების ტურისტული სერვისების სრულიად ახალი შესაძლებლობები.

ეგვიპტის ეკონომიკაში ტურიზმი ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ადგილს იკავებს: 4 მილიონზე მეტი ეგვიპტელი ტურისტულ  სფეროში მუშაობს, მშპ-ს თითქმის 12 % ტურიზმიდან შემოსავლებს წარმოადგენს. ბოლო ათწლეულის განმავლობაში ტურისტული ნაკადი  ეგვიპტეში სამჯერ გაიზარდა (5-დან 15 მილიონამდე), კურორტების სასტუმრო ოთახების რაოდენობა 18 ათასიდან 280 ათასამდე გაიზრდა და ექსპლუატაციაში შესასვლელად დამატებით 250 ათასი ოთახი მზადდება.

პრესკონფერენცია საქართველოში ეგვიპტის ელჩმა ტარეკ მაატმა გახსნა. მისი თქმით, ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია და უახლოეს მომავალში ერთობლივი ძალისხმევით, მნიშვნელოვნად გაიზრდება ტურისტების ნაკადი საქართველოდან ეგვიპტეში.

ეგვიპტის ტურიზმის დაგეგმვის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ახმედ შოკრიმ განაცხადა: „ტურიზმის მხრივ, ეგვიპტისთვის საქართველო ერთ-ერთ მნიშვნელოვან ბაზარს წარმოადგენს. ამ ეტაპზე, ეგვიპტის კურორტები მზად არიან ქართველ ტურისტებს უმაღლესი დონის მომსახურება გაუწიონ და შესთავაზონ მრავალფეროვანი ტურისტული პაკეტები და ინდივიდუალური ტურები, ეს იქნება კულტურული თუ დასასვენებელი ტურები.

სადღეისოდ, ეგვიპტე ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი და ხელმისაწვდომი ქვეყანაა, რომელიც დამსვენებლებს უძველესი კულტურის და თანამედროვე საკურორტო ინფრასტრუქტურის განუმეორებელ მიქსს, მთელი წლის განმავლობაში შესანიშნავ ამინდს, უშუალოდ კურორტებთან ახლოს მდებარე რამდენიმე თანამედროვე აეროპორტს, სხვადასხვა დონის კომფორტულ სასტუმროებს სთავაზობს. ყველაზე პოპულარულ ტურისტული რეგიონებია სამხრეთ სინაი და წითელი ზღვის სანაპირო ზოლი, რომლებზეც ტურისტული ნაკადის 70% ნაწილდება.

_R3A6469

ოფიციალურ დელეგაციასთან ერთად, თბილისში ჩამოვიდა 10 ეგვიპტური ტურისტული კომპანიის ტუროპერატორი, რომლებმაც სპეციალური ვორქშოფის მეშვეობით პირდაპირი კონტაქტი დაამყარეს ქართულ ტურისტულ სააგენტოებთან.

_R3A7889

ბოლო სამი წლის განმავლობაში საქართველოდან ეგვიპტეს 33 ათასი ადამიანი ესტუმრა. როგორც ეგვიპტის სასტუმროების ასოციაციის ხელმძღვანელმა აჰმედ აიოუბიმ და ტურიზმის ფედერაციის პალატის წარმომადგენელმა ალი გონაიმიმ განაცხადეს, ისინი მზად არიან ორ ქვეყანას შორის უფრო მეტი თანამშრომლობისთვის და ქართველ ტურისტებს უმაღლესი ხარისხის მომსახურებას სთავაზობენ. კომპანიებმა სურვილი გამოთქვეს, რომ განავითარონ სპეციალური ტურები ქართველი სუდენტებისთვის ეგვიპტური ღირსშესანიშნაობების მოსანახულებლად.

დღევანდელ პრესკონფერენციაზე ცნობილი გახდა, რომ ეგვიპტეში თბილისიდან პირდაპირი რეისით ფრენების რაოდენობა იზრდება. კომპანია Air Cairo Fethiye Atta ზაფხულიდან რეგულარულ რეისებს განახორციელებს შარმ ელ-შეიხის და ჰურგადას მიმართულებით. ფრენის ხანგრძლივობა დაახლოებით 4 საათი იქნება და ბილეთის ფასი საშუალოდ 350$ იქნება. კომპანია დამატებით რეისებს ეგვიპტის სხვა ქალაქებშიც გეგმავს.

როგორ უნდა “აიძულო” ხელისუფლება, შეიტანოს ცვლილებები კანონში?! – პერუელების სოციალური კამპანია

ტერაბანკი

KSB-ბანკის რებრენდინგი და ახალი სიცოცხლე!