in

ახალი ეგზოჩონჩხი გველს ფეხებით გადაადგილებაში ეხმარება

ახლახან გამოქვეყნებულ ვიდეოში გველების მოყვარული ალენ პენი ამბობს, რომ გველები ეცოდება. ამის მიზეზი კი ევოლუციის პროცესში ფეხების დაკარგვაა. სწორედ ამ განცდის საპასუხოდ შექმნა მან რობოტული ეგზოჩონჩხი და ქვეწარმავლებს „დაკარგული ფეხები“ თავისებურად დაუბრუნა.

ვიდეოში ჩანს, რომ ეგზოჩონჩხმა წარმატებით შეასრულა თავისი მისია და პითონმა ფეხებით გადაადგილება თავისუფლად შეძლო. როგორც პენი აღნიშნავს, გველები ბოლომდე უფეხოები სულაც არ არიან — ემბრიონს ისინი ჯერ კიდევ აქვს, დაბადების შემდეგ კი სხვაგვარი სტრუქტურები ნარჩუნდება.

„ემბრიონულ ფაზაში გველებს ორი ფეხი აქვთ, თუმცა გენები, რომლებიც ორ ფეხს უნდა ზრდიდეს, ორ პენისს ზრდის. მათი საშუალებით კი სიარულს ნამდვილად ვერ შეძლებენ“, — ამბობს ვლოგერი.

ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ ალენის პირველი მცდელობა კრახით დასრულდა, რის შემდეგაც მან ეგზოჩონჩხის მეორე, ოთხფეხა ვერსია შექმნა. უშუალოდ მოწყობილობის ძირითად სტრუქტურას გრძელი მილი წარმოადგენს, რომელში შესრიალებაც ქვეწარმავლისთვის უპრობლემოდ მოსახერხებელია. უბრალოდ, ამ ეტაპზე რობოტის ტრაექტორიას თავად გველი ვერ აკონტროლებს, მაგრამ სამომავლოს ამ ფუნქციის დამატებაც იგეგმება.

Prada – იტალიური არისტოკრატიის სიმბოლო

ამ პორტატიული ყუთით ელექტროენერგია ლაშქრობის დროსაც კი გექნებათ