in

აღმოჩენილი ეგზოპლანეტების რიცხვი 5 000-ს აჭარბებს — ისტორიული მომენტი ისტორიაში

ჯერ კიდევ 1992 წელს ორმა კოსმოსურმა ობიექტმა ჩვენი გალაქტიკა სამუდამოდ შეცვალა, როცა მეცნიერებმა მკვდარი ნეიტრონული ვარსკვლავის, პულსარის მიმდებარედ 3 ციური სხეული გამოავლინეს. ახლა კი პირველად დადასტურდა შორეული ვარსკვლავების გარშემო მოძრავი ათასობით ციური სხეულის არსებობა. 

M2
M2

მეტიც, NASA-ს არქივში უკვე 5 005 ეგზოპლანეტაა ასახული და როგორც ამბობენ, თითოეულს უნიკალური მახასიათებელი გააჩნია. ჯეიმს ვებისა და Nancy Grace-ის ტელესკოპები კი ამ პლანეტებზე დაკვირვებას აგრძელებენ. 

ეს არ არის მხოლოდ რიცხვი. თითოეული მათგანი ახალი სამყაროა, ახალი პლანეტა… მე აღფრთოვანებული ვარ, თუმცა ჯერ არაფერი ვიცით მათ შესახებ, — ამბობს ჯესი კრისტიანსენი, ასტრონომი.

ხოლო ასტრონომების — ალექსანდრე ვოლსჩენისა და დეილ ფრეილის მიერ აღმოჩენილი პირველი ორი ეგზოპლანეტა მკვდარი ვარსკვლავის ირგვლივ ტრიალებს, რომელსაც ჩვენ მილიწამიანი პულსარის სახელით ვიცნობთ. ისინი 4.3-ჯერ და 3.9-ჯერ აღემატება დედამიწას. ასევე, 1994 წელს მესამე ეგზოპლანეტაც — ლიჩი აღმოაჩინეს, თუმცა იგი მხოლოდ 0.02-ჯერ აღემატება დედამიწის მასას. 2009 წელს გაშვებულმა კეპლერის კოსმოსურმა ტელესკოპმა კი 3000-ზე მეტი ეგზოპლანეტა დააფიქსირა — ფიქრობენ, რომ იგი კიდევ 3000 ეგზოპლანეტას მიაგნებს.

თუ თქვენ პლანეტებს ნეიტრონული ვარსკვლავის გარშემო აღმოაჩენთ, გამოდის, მათ უკვე ყველგან იპოვით. პლანეტების წარმოქმნის პროცესი საკმაოდ ძლიერიც უნდა იყოს, — ამბობს ალექსანდრე ვოლსჩენი.

ტექნიკა, რომელიც ეგზოპლანეტების იდენტიფიცირებისთვის გამოიყენებოდა, ვარსკვლავის იმპულსების რეგულარულ დროებს ეფუძნებოდა, რაც ორბიტაზე მოძრავი სხეულების გრავიტაციული გავლენით მცირედ თუ იცვლება. თუმცა ეს მხოლოდ პულსარების შემთხვევაში იყო გამართლებული.

ამის შემდეგ NASA-ს ასტრონომმა, უილიამ ბორუკიმ, ტრანზიტის მეთოდი გამოიყენა. ასტრონომებს მასპინძელ ვარსკვლავზე ეგზოპლანეტების გრავიტაციული ეფექტის შესწავლაც შეუძლიათ. დღეს კი ვარსკვლავის მასის ცოდნით, ეგზოპლანეტის მასის დადგენა შეიძლება, ხოლო ვარსკვლავის სიკაშკაშით, მისი ზომის განსაზღვრაც დასაშვებია.. ამ გზით, ასტრონომები ჩვენს სამყაროში არსებული ეგზოპლანეტების შესახებ იგებენ, რომლებიც, თავის მხრივ, ჩვენთვის ნაცნობი პლანეტებისგან ძალიან განსხვავდება. 

„არც ერთი ჩვენგანი ელოდა პლანეტარული სისტემებისა და ვარსკვლავების ამ უზარმაზარ მრავალფეროვნებას, მე კმაყოფილი ვარ, ეს უბრალოდ გასაოცარია“, — ამბობს ბორუკი. 

ასტრონომები ფიქრობენ, რომ მომავალში, ტექნოლოგიური წინსვლის პარალელურად, ეგზოპლანეტებზე იმაზე ბევრად ნათელი წარმოდგენა გვექნება, ვიდრე დღეს გვაქვს. მეტიც, თუ მათ ვარაუდებს დავუჯერებთ, მზის სისტემის გარეთ სიცოცხლის კვალსაც კი ვიპოვოთ…

Northeastern University-სა და ალტე უნივერსიტეტს შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

FAS Group – თქვენი დამხმარე საბუღალტრო-საფინანსო საქმიანობაში