29
Jun
2017

ფოტოსესია „შავ ბაზარზე” გაყიდვას გადარჩენილ ეგზოტიკურ ცხოველებზე

29 Jun 2017

თანამედროვე სამყაროში, ცხოველების მიმართ სასტიკ მოპყრობას არც ისე იშვიათად ვხვდებით. ეგზოტიკურ ცხოველებს ე.წ. შავ ბაზარზე სხვადასხვა მიზეზით ყიდიან: აწარმოებენ ბეწვს, იყენებენ სამედიცინო მიზნით ან უცვლიან ბუნებრივ საცხოვრებელ გარემოს და აშინაურებენ.

 

ლოს-ანჯელესში მცხოვრებმა ფოტოგრაფმა ნატაშა უილსონმა სერიაში Where The Wild Things Are იმ გარეული ცხოველების მომაჯადოებელი სილამაზე გადაიღო, რომლებიც „შავ ბაზარზე” გაყიდვას გადაურჩნენ. უილსონი ჯერ თავად გაეცნო კალიფორნიაში არსებულ თავშესაფარში უკანონოდ გაყიდვას გადარჩენილი გარეული ცხოველების ყოფას, შემდეგ კი, ისინი, 19 მოდელთან ერთად, ფირზე აღბეჭდა.

„ამ პროექტზე მუშაობისას მივხდი, თუნდაც, ერთი სერიის გადაღებით, რამდენად დიდი გავლენა შეგიძლია მოახდინო ასეთ მგრძნობიარე თემებზე. ამან შთამაგონა, სხვა მნიშვნელოვან საკითხებზეც გავამახვილო ყურადღება და ვესაუბრო იმ აუდიტორიას, რომელიც მზად არის მოგისმინოს”,-ამბობს ნატაშა უილსონი.

განხილვა