სიყვარულის ქალაქის მთავარი სიმბოლო სიმაღლეში 20 ფუტით გაიზარდა — ვერტმფრენის დახმარებით, სახელმწიფომ ეიფელის კოშკზე ახალი ციფრული რადიო ანტენა დაამონტაჟა. შედეგად კი ეიფელის კოშკის სიმაღლე უკვე 1082.68 ფუტს აღწევს.
შესაძლოა, ეს ამბავი თქვენთვის საერთოდ არ იყოს მნიშვნელოვანი, მაგრამ კოშკის უკან არსებული კომიტეტი მიიჩნევს, რომ ეს ისტორიისთვის დასამახსოვრებელი მომენტია.
„ახალი საკომუნიკაციო ანტენის დამატება მნიშვნელოვანია, რადგან ეიფელის კოშკის ზრდა არც ისე ხშირი შემთხვევაა“, — ამბობს ჟან-ფრანსუა მარტინსი, ეიფელის კოშკის ორგანიზატორთა პრეზიდენტი.

პარიზში ყველაზე მაღალი ნაგებობა სიმაღლეში ბოლოს ორი ათეული წლის წინ, მაღალი სიხშირის მქონე ანტენის დამატებით გაიზარდა. ამჯერად კი ახალი ანტენა ციფრულ რადიო დაფარვას როგორც ქალაქში, ისე მთელ რეგიონში გააუმჯობესებს. როგორც ამბობენ, ეს ერთ-ერთია მათ შორის, რომელიც სამაუწყებლო გადაცემებს 12 მილიონზე მეტ ადამიანს 50 მილის რადიუსში მიაწვდის.











