in

Salesforce-მა აინშტაინის ავტონომიური AI აგენტი შექმნა

Briano.ai
Briano.ai

Salesforce-მა, პროგრამული უზრუნველყოფის პროვაიდერმა, ოფიციალურად წარადგინა Einstein Service Agent —  კომპანიის პირველი ავტონომიური AI აგენტი. კომპანიის წარმომადგენლების განცხადებით, ჩვეულებრივი ჩეთბოტები მოძველდა და ძირეული ცვლილებებია საჭირო. მომხმარებლებთან Einstein Service Agent-ის ურთიერთობა კი, ტრადიციული მეთოდის ნაცვლად, დაფუძნებული იქნება მონაცემებზე. 

Salesforce-ის მოხსენების თანახმად, მომხმარებელთა 61 პროცენტს პრობლემის გადაჭრა ადამიანებთან საუბრის გარეშე ურჩევნია, მაგრამ უხარისხო ჩათბოტი ამ ფუნქციას ვერ ასრულებს. მომხმარებელთა 68 პროცენტმა თქვა, რომ ჩეთბოტებთან საუბრის ცუდი გამოცდილება ჰქონდა და საჭიროების შემთხვევაში, მხოლოდ ფიზიკურ პირებთან სურდა საუბარი.

დღევანდელი ჩეთბოტების უმთავრესი პრობლემა ის არის, რომ უმეტესობას მხოლოდ წინასწარ დაწერილი შაბლონების მიხედვით შეუძლია შეკითხვებზე პასუხის გაცემა, ამიტომაც, ბუნებრივია, რომ ისინი ვერ გადაჭრიან ყველა პრობლემას, რის წინაშეც აღმოჩნდება მომხმარებელი. Einstein Service Agent კი არ საჭიროებს წინასწარ დაპროგრამებას მომხმარებლებთან სრულფასოვანი ურთიერთობის დასამყარებლად. ამის ნაცვლად, თითოეულ აგენტს ეძლევა წვდომა კომპანიის მონაცემებზე, რომლებიც მნიშვნელოვანია მისი სამუშაოს შესასრულებლად. მაგალითად, კომპანია, რომელიც ყიდის ტანსაცმელს, მის აგენტს აძლევს წვდომას კატალოგზე, დაბრუნებისა და გაცვლის პოლიტიკაზე და შესყიდვების ისტორიაზე. ამ ინფორმაციის საშუალებით, ჩეთბოტს შეეძლება ავტომატურად გადაამოწმოს მომხმარებლის ბოლო შესყიდვა, მოუსმინოს მის საჩივარს, მიიღოს გადაწყვეტილება დაუბრუნოს თუ არა თანხა და ა. შ. 

Salesforce-ში ამბობენ, რომ არსებული ჩეთბოტებისგან განსხვავებით, რომელთა დაყენებას ზოგჯერ საათები და დღეები სჭირდება, Einstein Service Agent-ის გამოყენება მყისიერად შეგიძლიათ. 

Einstein Service Agent ამჟამად ხელმისაწვდომია მხოლოდ რამდენიმე ბიზნესისთვის ბეტა რეჟიმში, თუმცა მიმდინარე წლის ბოლოს უკვე გლობალურად გამოვა. ერთ-ერთი ბიზნესი, რომელიც მას იყენებს, არის რესტორნების დაჯავშნის კომპანია OpenTable. მისი უფროსი ვიცე-პრეზიდენტის, ჯორჯ პოკორნის თქმით, მომხმარებელთა შეკითხვების დამუშავების პროცესში Einstein Service Agent-ის სიჩქარე და სიზუსტე ნამდვილად შთამბეჭდავია. ის ხდება გუნდის განუყოფელი ნაწილი, რომელიც ათავისუფლებს ადამიანებს უფრო მაღალი ღირებულების საკითხების გადასაჭრელად.

„კრიპტოები მიფრინავენ” – CRYPTAL-ის ახალი კამპანია

ISS-ის განადგურებას „დრაკონით“ აპირებენ — NASA X SpaceX