in

როგორ ასრულებს აინშტაინი ლედი გაგას Bad Romance–ს ვიოლინოზე

სუპერთასის გრანდიოზულ სარეკლამო ასპარეზობაში წელს არაერთი ბრენდი ჩეართო და მათ შორის აღმოჩნდა National Geographic-იც. ამ მოკლე პერიოდში უკვე არაერთი შთამბეჭდავი 60 წამში ჩატეული ვიდეო ვნახეთ და მათ რიცხვს უკვე National Geographic–ის “გენიოსიც” შეემატა. სუპერთასისთვის შექმნილი ეს ვიდეორგოლი ბრენდის ახალი კამპანიის მხოლოდ ანონსია, National Geographic–მა გადაწყვიტა დოკუმენტური სერიები გამოუშვას ყველა დროის დიდ გენიოსზე. სიახლეს მომხმარებელი აპრილში იხილავს და პირველი ალბერტ აინშტაინი იქნება. მანამდე კი მაყურებელს შეუძლია სუპერთასისთვის შექმნილი ვიდეოთი ისიამოვნოს, სადაც კაცობრიობის ისტორიის ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პერსონა ვიოლინოთი ლედი გაგას “Bad Romance” –ს ასრულებს.

 

მარიამ ადამია – #პირველისამსახური

რა უნდა ვასწავლოთ შვილს პატარაობიდან – Audi-ს ვიდეორგოლი თანასწორობაზე