in

„ლუტეციამ“ EISENBERG PARIS-ის ახალი სუნამოს ხაზი LES ORIENTAUX LATIN წარადგინა

21 თებერვალს ფრანგული ბრენდის, EISENBERG PARIS-ის გენერალური დირექტორი ჟან ლუკ ტრონიონი მედიის წარმომადგენლებს შეხვდა. პრესკონფერენცია „სასტუმრო მუზეუმში“ ჩატარდა,  სადაც სტუმრებს წარუდგინეს ბრენდის ახალი სუნამოების ხაზი LES ORIENTAUX LATIN.

 

EISENBERG PARIS 2000 წელს ჟოზე ეიზენბერგმა შექმნა. თუმცა, ბრენდის ისტორია გაცილებით ადრე დაიწყო: 1985 წელს ეიზენბერგმა გადაწყვიტა, შეექმნა სილამაზის ბრენდი. 13 წლიანი სამეცნიერო და 2 წლიანი სამედიცინო – ლაბორატორიული კვლევების შემდეგ, მიიღო ფორმულა, რომელიც დღეს TRIO-Molecular-ის სახელითაა ცნობილი. ასე გაჩნდა  José Eisenberg. თუმცა, მას ერთი წელიწადში ეიზენბერგმა სახელი გადაარქვა და ბრენდს უბრალოდ Eisenberg უწოდა.

აღსანიშნავია, რომ TRIO-Molecular ფორმულა შეიცავს სამ მოლეკულას. ეს აღმოჩენა EISENBERG PARIS-ის ექსკლუზივია და დაპატენტებულია მსოფლიოს მასშტაბით. ბრენდის წარმომადგენლების თქმით, იგი აღადგენს, ჟანგბადით აჯერებს და ენერგიით მუხტავს კანს. ბრენდი, რომელიც დღეს უკვე EISENBERG PARIS-ის სახელითაა ცნობილი, ქალისა და მამაკაცის პარფიუმერიას, მაკიაჟისა და კანის მოვლის საშუალებებს აწარმოებს.

ბრენდის ახალი სუნამოს  ხაზი LES ORIENTAUX LATIN ქალისა და მამაკაცის 12 სურნელს აერთიანებს. კოლექციის მთავარი კონცეფცია არის „საიდუმლო“. როგორც „ლუტეციას“ წარმომადგენლები ამბობენ, ყოველი მათგანი დაუღალავი მოგზაურის დღიურს პარფიუმერული საიდუმლოებებით ამდიდრებს.

„თითოეული არომატი სხვადასხვა აღმოსავლურ ზღაპარზე მოგვითხრობს. მაგალითად, ერთ-ერთი ზღაპარი ვარდსა და მის ჯადოსნურ შესაძლებლობებზეა. ეს ზღაპარია, რომელიც გვარწმუნებს რომ სასწაული ნამდვილად ხდება და ამ სასწაულის მოხდენა ერთ სურნელოვან თილისმას შეუძლია.  მეზღაპრე   Eisenberg Paris-ია, რომელმაც ეს არომატები შექმნა“.

ქალის კოლექცია 6 „საიდუმლო“ სურნელს აერთიანებს, თითოეულს კი თავისი სახელი და უნიკალური არომატი აქვს:

6 „საიდუმლო“ არომატი აქვს მამაკაცის კოლექციასაც:

აღსანიშნავია, რომ  „ლუტეცია“ მომხმარებელს 22,23,24 თებერვალს EISENBERG PARIS-ის დღეებს შესთავაზებს, სადაც ამავე ბრენდის სრულ სპექტრზე  40% ფასდაკლება გავრცელდება.

[R]

„მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროექტით, GPB-ში იზრდება კომერციული რეკლამის განთავსების დრო

„SPAR საქართველოს“ სუპერმარკეტების ქსელი „დეილი გროსერი“ შეუერთდა