2022-ის დასასრულს, თვალი გადავავლოთ, რით იყო გამორჩეული სარეკლამო კომუნიკაციების თვალსაზრისით გასული წელი? ამ კითხვით მივმართეთ სააგენტო JWT Metro-ს კრეატივ დირექტორს, ეკა ყიფიანს.
თითქოს, წელს, ხელოვნურმა ინტელექტმა ჩაიგდო ხელში ვიზუალური სადავეები. საინტერესოა, რამდენად შეძლებს იმავეს უკვე ვერბალური Chatgpt. გულით ველი, რომ ხელოვნური ინტელექტი ადამიანს შემოქმედების სულ სხვა საფეხურზე აყვანისკენ უბიძგებს.
სხვათა შორის, უნდა აღვნიშნო, რომ ჩემი აზრით, 2022 მსოფლიოსთვის თითქოს შემოქმედებითი ინდუსტრიის საუკეთესო წელი არ იყო. წინა წლებში მეტ ნამუშევარს დავასახელებდი, უფრო მეტი თავდაჯერებულობით.
წელს განსაკუთრებით დამამახსოვრდა საკმაოდ მძიმე და ამავდროულად, შთამბეჭდავი ვიდეო გერმანიიდან “The Rift”.
სიმძიმეს რომ გავცდეთ, მიხარია, როდესაც 30 წამში შესაძლებელია მაყურებლის გართობა ამიტომ ტვიქსის რეკლამა რაღაცნაირად გულს მიხარებს. არასერიოზული და მსუბუქი.
სამსუნგიც გულს ათბობს გამორჩეული რომანტიული კომედიით.
კიდევ მინდა განსაკუთრებულად გამოვყო უკრაინელების მიერ წარმოებული Be Brave Like Ukraine, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში გამოჩნდა, მათ შორის, ჩვენთანაც. საკმაოდ სადა მიდგომით და გამოკვეთილი მესიჯით.
მსოფლიო იქით იყოს და წელს, ქართული ნამუშევრებით ძალიან ვისიამოვნე. მათ შორის, თიბისი დაზღვევის – ვიზუალური ზეიმი.
ორი ნაბიჯის საპნის ოპერა.