15
Jun
2019

“კონკურენცია დაუჯერებლად დიდია” – ეკა ყიფიანის პროგნოზი “კანის ლომებზე”

15 Jun 2019

უკვე 65 წელია, სარეკლამო სამყარო კრეატივის დღესასწაულს, “კანის ლომებს” აღნიშნავს. კანის კრეატიული ფესტივალის გახსნამდე სულ ცოტა დრო რჩება და მღელვარების მატებასთან ერთად, სულ უფრო ხშირად გაისმის კითხვა: ვინ გახდება “კანის ლომების” რჩეული ამჯერად? რომელმა კამპანიამ დატოვა ყველაზე ძლიერი შთაბეჭდილება და რით გამოარჩიეს? “კანის ლომების” გამარჯვებულთა ვინაობა, 21 ივნისს, ფესტივალის დაჯილდოების ცერემონიაზე გახდება ცნობილი. მანამდე კი გავეცნოთ JWT Metro-ს კრეატივ დირექტორის, ეკა ყიფიანის, რჩეულ კამპანიებს.

“Nike Dream Crazy და Libresse – Viva la Vulva – ორივე დიდი ბრენდის სიმამაცის სანიმუშო მაგალითებია, რომელსაც თან ერთვის კრაფტის უმაღლესი დონე.

 

Amazon Prime – Great Shows Stay With You – კაი სტრაგეგია, კაი ინსაიტი, კაი კონცეფცია, კაი იდეა, კაი გადაღება, კაი ყველაფერი. ყველაფერი ისე Droga5-ს რომ შეეფერება.

Reporters without borders – Uncensored Playlists – რთული პრობლემის, იაფიანი, მარტივი და ეფექტური გადაწყვეტა. ისეთი იდეაა, რომ მოისმენ, მოგინდება შენი მოფიქრებული იყოს.

ბურგერ კინგისთვის წელს მგონია რომ ძალიან მსუყე წელი იქნება – 3 მომგებიანი კამპანია აქვთ, სამივე კონკურენტების წინააღმდეგ – Whopper Detour, Burn That Ad, Unhappy Meal. მხიარული, ჭკვიანური და ბრენდისთვის ძალიან სასარგებლო.

 

 

 

რეალურად მთავარი ისაა, რომ კანის დროს ძალიან ბევრ ახალ კამპანიას ვნახავთ, რაც აქამდე არ ვიცოდით, მაგრამ აწი არასდროს დაგვავიწყდება.

რაც შეეხება ქართულ ნამუშევრებს, ძალიან არ მინდა წინასწარ რამე ვთქვა. წინასწარ როდესაც ვზრდით მოლოდინს, ასევე ვზრდით წნეხს და ნერვიულობას. ჰოდა, დავტოვებ როგორც არის. ამ შემთხვევაში, ჩვენ არ ვიქნებით ექსპერტები, არამედ ტოპ გულშემატკივრები. თუ ქართული პროექტი, ან ახალგაზრდული ნაკრები მოიგებს – ჩვენს სიხარულს საზღვარი არ ექნება. გავგიჟდებით და გადავირევით. თუმცა თუ ეს ასე არ მოხდა – მე ვთვლი, რომ ეს ადამიანები და სააგენტოები უკვე ძალიან მაგრები არიან – შესაბამისი ნამუშევრები რომ შექმნეს. კანი დიდი ასპარეზია და კონკურენცია დაუჯერებლად დიდია.”

განხილვა