in

ლოიალობა ყველაზე ემოციური ვალუტაა – ეკატერინე სიფრაშვილის #აზრები

M2

მომხმარებლის ტვინამდე, საუკეთესო შემთხვევაში, გულამდე მისაღწევად, რომელი საშუალება გამოიყენონ და იბრძოლონ მათი ლოიალობის მოსაპოვებლად, დღეს სწორედ მარკეტერების უძილობის მიზეზია.

ეკატერინე სიფრაშვილი – კომპანია „დიოს“ მარკეტინგის მენეჯერი

დღესასწაულები ხომ წელიწადის განსაკუთრებული დღეებია, რომლებიც რამოდენიმე სიტყვით შეიძლება დავახასიათოთ: სიყვარული – ოჯახი, საჭმელ-სასმელი და… ბრძოლა? არა, ეს არ არის ბრძოლა უკანასკნელი გასართობისთვის, ან კამათი იმაზე, ქათამი უფრო ადრე გაჩნდა, თუ – კვერცხი. საუბარია იმაზე, როგორ იბრძვიან ბრენდები მომხმარებლის ლოიალობისთვის წლის ყველაზე აქტიური საყიდლების პერიოდში. გაყიდვების ზრდა კი პირდაპირპროპორციულია ლოიალური მომხმარებლების ზრდისა.

ასეც ხდება, ისეც ხდება, კომპანიები, ზოგჯერ, ტოვებენ დღესასწაულების გამოყენებას მარკეტინგული თვალსაზრისით და მერე კონკურენტი კომპანიის აქტივობას  ნახულობენ, ნანობენ და ყველაზე ცუდი რაც კი შეიძლება გააკეთო, მომდევნო წელს იგივე აქტივობას აკეთებენ სულ ოდნავ განახლებულს.

ლოიალობა  მომხმარებლების ემოციურ განწყობას ეყრდნობა. შესაბამისად, დადებითი განცდების გასაღრმავებლად მხოლოდ გაყიდვა არასაკმარისია, საჭიროა მუდმივად მათთან ურთიერთობა, მათზე ზრუნვა, დასაჩუქრება, სიახლეების შეთავაზება, იმის გულწრფელად ჩვენება, რომ ყოველი მომხმარებელი მნიშვნელოვანი და ნამდვილად განსაკუთრებულია კომპანიისათვის, თუნდაც, ჩვეულებრივ დღეებში.

დღესასწაულებზე განსახორციელებელი აქტივობა/ლოიალობის პროგრამები ცალკე მიმართულებაა, რომელზე ფიქრსაც მარკეტინგის დეპარტამენტი წლის დასაწყისში იწყებს, როცა მარკეტინგული კალენდრისა და ბიუჯეტის გაწერა ხდება.

ძალიან მახარებს, რომ ეს მიმართულება საქართველოშიც ყოველწლიურად უფრო და უფრო აქტიურდება და დიდ მნიშვნელობას იძენს. კომპანიებმა დღესასწაულებზე სხვადასხვა გზით აქტიურად დაიწყეს მესიჯ ბოქსების სასურველ აუდიტორიამდე მიტანა. მომხმარებლის მეტი ლოიალობაც მიიღეს ამის სანაცვლოდ, და რა სჯობს იმას, როცა ორივე მხარე კმაყოფილია. არა?!

  • როცა კომპანია 00:00 წთ-ზე გილოცავს დაბადების დღეს.
  • არ ავიწყდება სახელობითი / ანგელოზის დღესასწაულების მოლოცვა.
  • სწავლის დაწყების წინა პერიოდში – სასკოლო ცხრილებითა და აქსესუარებით ამარაგებს ჩვენს შვილებს.
  • 1 ივნისი – საყოველთაო ზეიმია თითქმის ყველა კომპანიაში.
  • ღიმილის, ჩახუტებისა და სხვა საერთაშორისო სახალისო დღეები.
  • დედისა და ქალთა დღე ხომ შეუცვლელია.
  • სიყვარულის დღისადმი დაგეგმილი აქციების ბუმი.
  • საახალწლო ციებ – ცხელება – ეს ჩვეულებრივი „ომია“ კომპანიებს შორის. რა საჩუქარი შეარჩიონ, ისეთი რომ შემოქმედებითთან ერთად, პრაქტიკული იყოს – თან ისე, რომ კონკურენტმა კომპანიამ ვერ გაიმეოროს, მუდმივი ფიქრის საგანია. ხშირ შემთხვევში, საშობაო გზავნილები, მომხმარებლის მიერ არის ნაკარნახები. ამ ყველაფერს შეფასების ერთგვარი სისტემაც აქვს, თუ ადრესატმა მოწონების ნიშნად ფოტო სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა, ეს ნიშნავს, რომ მომხმარებლის ყურადღება მოპოვებულია. Yes, შედეგი მიღწეულია.

ძალიან მეამაყება და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ, ,,დიო’’-ში როცა მსგავსი აქტივობისთვის ფიქრს ვიწყებთ, როგორც ქართული, ბრენდი ამ კუთხით უკვე 22 წელია მხოლოდ ქართულს /ადგილობრივების მიერ წარმოებულ ან სოციალური საწარმოების მიერ შექმნილ არაჩვეულებრივ ნაკრებებს ვიყენებთ. გამიხარდება, თუ სხვა ქართული კომპანიებიც აგვყვებიან და მხარში დგომას ისინიც დააფიქსირებენ ქართული ნაწარმის მიმართ.

ვფიქრობ, განსაკუთრებით ამ ეპოქაშია საინტერესო მარკეტინგული გადმოსახედიდან სამყაროს ყურება, ახლა ხომ კომუნიკაციებისა და კომერციის ერაა. დღეს სწორედ ის იქცევს ყურადღებას, ვინ დროულად ამჩნევს რაღაცებს და არგებს თავის კომპანიას. ის, ვინც რიტმს აჰყვება ამ სადღესასწაულო ბრძოლაში, გაიმარჯვებს. თანაც ისე, რომ მომხმარებელიც კმაყოფილი დარჩება. და თუ ეს იმიჯი/ყურადღება მომხმარებელს წარმოსახვაში შეუნარჩუნდება / მაქსიმალურად ხანგრძლივად გაჰყვება, ლოიალობაც აუცილებლად მოჰყვება.

როგორ გამოიყურება „ყოველთვის მართალი მომხმარებელი“? – სერბი ხელოვანის ორიგინალური კოლაჟი

Jessica Walsh from Sagmeister & Walsh at the Ad Black Sea 2018