27
Mar
2013

“ყველაზე მნიშვნელოვანია მუდმივი განვითარებაა” – ეკატერინე ტოროშელიძე

27 Mar 2013

ბანკი “რესპუბლიკას” მარკეტინგული კომუნიკაციების, ბრენდის განვითარებისა და პიარ-ის სამსახურის უფროსი ეკატერინე ტოროშელიძე საერთაშორისო მარკეტინგისა და ბრენდის მართვაში მაგისტრის ხარისხის მფლობელია.

ეკა ტოროშელიძე

პირველად მუშაობა 2003 წელს კომპანია “სილქნეტში”, ბრენდ მენეჯერის პოზიციაზე დაიწყო და მაშინდელი ხელფასი 350 დოლარს შეადგენდა. “რესპუბლიკაში” კი შვედეთში სწვალის დამთავრების შემდეგ, ყოფილი დამსაქმებლის შეთავაზებით მოხვდა. სამსახურში 10-14 საათს ატარებს:

“სამუშაო დილა იწყება 9:30 საათზე. პირველი 30 წუთი ელექტრონული ფოსტის შემოწმება და პასუხების გაგზავნა. ამის მერე იწყება რეგულარული შეხვედრა გუნდთან, სადაც გავდივართ მიმდინარე საკითხებს და სამოქმედო გეგმას. შემდეგ იწყება წინასწარ შეთანხმებული შეხვედრები ბანკში თანამშრომლებთან ან პარტნიორებთან. სამუშაო საათის დასრულების შემდეგ, 17:30-ე მენეჯმენტთან გავდივარ საკითხებს და კომენტარებს გავლილ და მიმდინარე თემებზე, დღის ბოლო ნაწილი, ძირითადად, ეთმობა ანალიტიკას და დაგეგმვას”

ყველაზე წარმატებული პროექტი, რომელიც კი განუხორციელებია, თვლის რომ იყო – Silk (sub brand: TV/Internet/Phone).. ნაკლებად წარმატებულად კი „მეტი“ (ანაბარი) – ის მარკეტინგულ კამპანიას მიიჩნევს.

11ეკატერინე ტოროშელიძეს მიაჩნია, რომ საქართველოს ბიზნეს სექტორში რამდენიმე მიმართულებით არის საჭირო ცვლილებები. მისი აზრით, ქვეყანაში უნდა არსებობდეს ჯანსაღი კონკურენციისთვის საჭირო გარემო, იქნება ეს კანონი თუ ზოგადად საზოგადოების კულტურა. გარდა ამისა, ამბობს,რომ  “აკლია” საერთაშორისო ბრენდები ქართულ ბაზარზე, მაგალითად IKEA, Starbucks და ა.შ. ასევე, მისთვის მნიშვნელოვანია საქართველოში მაქსიმალურად ხელი შეეწყოს მარკეტინგის და ბრენდინგის სპეციალისტების პროფესიულ განვითარებას, რეგულარული სემინარების, ვორკშოპების, პრაქტიკის გაზიარების კონფერენციების სახით.

ამბობს, რომ გაუმართლა ამჟამინდელ სამსახურში და ძალიან კმაყოფილია, თუმცა, გლობალური მასშტაბებით, სიამოვნებით იმუშავებდა ისეთ კომპანიებში, როგორიცაა IKEA,  L’oreal; Orange და ა.შ.

ეკატერინე ტოროშელიძე ყველაზე წარმატებულ ქართულ კომპანიად, მისი წარმატებული ბრენდის, მომსახურების ხარისხისა და მომხმარებლების ლოიალობის გათვალისწინებით, “ჯეოსელს” მიიჩნევს. უპირატესობას ბრენდ “ბებოს” ანიჭებს. პროდუქტს “შოპინგ ჰებითის” გამო, “სმარტში”, “კარფურსა” და “გუდვილში” ყიდულობს.

დამწყებ კოლეგებს ურჩევს : “მარკეტინგისა და ბრენდინგის სფეროში ყველაზე მნიშვნელოვანია მუდმივი განვითარება. ტრენდები იცვლება და ასევე მომხმარებლის ქცევა და მოთხოვნილებები. უმნიშვნელოვანესია მუდმივი ბაზრის, მომხმარებლის და ტექნოლოგიების განვითარების ტრენდების კვლევა”.

 

განხილვა