in

EKIMO-ს მიერ შექმნილი ახალი აპლიკაცია ექიმებისთვის

EKIMO Doctors App შეიქმნა იმისთვის, რომ ზრუნვა კიდევ უფრო მარტივი გახდეს.

თითოეულ ექიმს საპასუხისმგებლო საქმე აკისრია, რის გამოც EKIMO მუდმივად ცდილობს, მათ მაქსიმალურად კომფორტული გარემო შეუქმნას. სწორედ ამ მიდგომის ნაწილია ახალი, ექიმების აპლიკაცია, რომლის ფარგლებშიც მათ ბევრად გაუმარტივდებათ საკუთარ პაციენტებზე ზრუნვა ნებისმიერ დროს, ნებისმიერი ადგილიდან.

ალბათ, ეს ბოლო ფრაზა განსაკუთრებით ნაცნობ რეალობად გვექცა პანდემიის შემდგომ — მაშინ, როცა დისტანციურად მიღებულმა სერვისებმა გადამწყვეტად მნიშვნელოვანი როლი შეიძინა. დროთა განმავლობაში კი იმდენად დიდ კომფორტის ზონად ჩამოყალიბდა, რომ თითქმის ყველა სფეროს შეეხო ახლებური გადაწყვეტები. EKIMO Doctors App-იც ამ გამოწვევის პასუხია — მისი მეშვეობით, ექიმები შეძლებენ, მარტივად მართონ პაციენტის მკურნალობის პროცესი; ჩაატარონ კერძო კონსულტაცია, კონსულტაციის შემდეგ კი შექმნან დანიშნულება: მიმართვები, დასვან დიაგნოზი და გასცენ დამატებითი ინფორმაცია.

ექიმებისა და პაციენტებისთვის გაცილებით მარტივი გახდება მკურნალობის ეტაპების ციფრულ არხში გავლა. თანაც, ისეთ დატვირთულ ყოველდღიურობაში, როდესაც თითქმის არაფრის დრო გვრჩება და ექიმთან ვიზიტსაც ამის გამო ვწევთ. EKIMO Doctors App კი ყველა იმ ბარიერს შეამცირებს და აღმოფხვრის, რასაც ექიმი სამუშაო პროცესში აწყდება.

ამავდროულად, ექიმებისთვის კომფორტული იქნება აპლიკაციის გამოყენება, რადგან ეს სასურველი ადგილიდან მუშაობის შესაძლებლობასაც მოიცავს. EKIMO Doctors App ექიმს საშუალებას მისცემს, პაციენტებთან დისტანციური კონსულტაცია ჩაატაროს, მისთვის სასურველი ადგილიდან დამატებითი შეზღუდვების გარეშე.

როგორ რეგისტრირდება ექიმი აპლიკაციაში?

აპლიკაციის გამოყენება შეუძლია ყველა სერტიფიცირებულ მოქმედ ექიმს. ამისათვის კი მარტივი ვერიფიკაციის გავლაა საჭირო, რომელიც მისი სამედიცინო განათლების და სამუშაო გამოცდილების მონაცემების გაზიარებას გულისხმობს.

მონაცემებისა და ჩანაწერების აპლიკაციაში აღრიცხვა

თავის მხრივ, აპლიკაციაში საკუთარი საქმიანობის ეფექტურად წარმოებისთვის, ექიმი გააკონტროლებს მიმდინარე და წინა თვეების შედეგებს — პაციენტების ოდენობას, შემოსავალს და ა. შ.

კალენდარი

აპლიკაციას დაემატა კალენდარიც, საიდანაც მოხდება ჯავშნების ორგანიზება და პაციენტთან საკონტაქტო ინფორმაციის მიღება. სწორედ ამ ვირტუალური ხელსაწყოთი აკონტროლებს ექიმი, როდის ჰყავს შემდეგი პაციენტი და ვიდეოჯავშანია ეს თუ სატელეფონო.

თანაც, მომხმარებელიც პირდაპირ იუზერ აპლიკაციაში ნახავს ვიზიტის დროს და დამატებით სხვაგან მონიშვნა არ დასჭირდება.

დანიშნულების, დიაგნოზისა და რეკომენდაციის აპლიკაციაში დაფიქსირება

კონსულტაციის მიმდინარეობისას ექიმი დიაგნოზის, დანიშნულებისა და რეკომენდაციის დაფიქსირებას აპლიკაციაშივე შეძლებს. ამ კუთხითაც მნიშვნელოვანია ხილვადობის შესაძლებლობა — ყოველთვის არ გვამახსოვრდება ექიმის სიტყვები. ტექსტად დაწერილის რამდენჯერმე გადაკითხვა და უკეთ გააზრება კი პრობლემას მოაგვარებს.

მთლიანობაში, აღნიშნული აპლიკაციით სარგებლობა ბევრად გაამარტივებს მკურნალობის პროცესს როგორც ექიმებისთვის, ისე პაციენტებისთვის. მიზეზი კი ერთია: გათვალისწინებულია ორივე მხარის მოთხოვნა-საჭიროებები, რათა საბოლოოდ მაღალი ხარისხის მომსახურებასთან ერთად კმაყოფილების დონეც მაღალი იყოს.

[R]

Rally Adventure Georgia 2023 – საქართველო სათავგადასავლო რალის მე-5 სეზონისთვის ემზადება!

კრიპტალის მობილური აპლიკაციის პირველადი ვერსია გაეშვა!