ყოველდღიური ცხოვრება – ეს რუტინაა. სამსახური, სახლი, საყიდლები, გადასახადები, შეხვედრები – დღის განმავლობაში იმდენი საკითხია მოსაგვარებელი, რომ როცა საქმე ჯანმრთელობაზე ზრუნვას ეხება, ხშირად ვამბობთ: „მერე გავაკეთებ“. ამის გამო ექიმთან ვიზიტი ან კვლევებზე წასვლა შეიძლება თვეებითაც კი გადავდოთ.
ამას ემატება ისიც, რომ ციფრული ტრანსფორმაციის ეპოქაა და მომხმარებლები სმარტფონებთან დიდ დროს ატარებენ. ამიტომ სჭირდებათ ისეთი ხელსაწყო, რომელიც „სქროლვის” ჩვევაში მარტივად ჩაჯდება და სამედიცინო სერვისებს უფრო სწრაფად შესთავაზებს. სწორედ ამ რეალობაზე დაკვირვებით შეიქმნა „ევექსის” განახლებული აპლიკაციის, Ekimo-ს კომუნიკაცია, რომლის იდეაც მარტივია: ჯანმრთელობას თუ გადადებ, შეიძლება აქეთ გადაგდოს.
ახალი ვიდეორგოლიც სახალისოდ, მაგრამ დამაჯერებლად გვიზიარებს ამ სათქმელს. მთავარ პერსონაჟში თითოეული ჩვენგანი ამოიცნობს საკუთარ თავს – ყველას გვახასიათებს საქმეების დაპაუზება ან სრულად გადადება, მაგრამ საქმესაც გააჩნია…
Ekimo-ს განახლებული აპლიკაცია მომხმარებელს ექიმის კონსულტაციის, ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევების დაჯავშნისა და მომსახურების ონლაინგადახდის შესაძლებლობას აძლევს. კლინიკაში სერვისის მისაღებად რეგისტრატურის გავლაც აღარ არის აუცილებელი, ხოლო ექიმის მიერ დანიშნულ მედიკამენტებს პირდაპირ შინ მიიღებთ.
ერთ სივრცეშია თავმოყრილი მომხმარებლის სამედიცინო ისტორიაც: კვლევის პასუხები, ექიმის დანიშნულებები, ფორმა-100 და „ევექსში” მიღებული სამედიცინო მომსახურების ჩანაწერები. აქვე, მშობლებს შეუძლიათ აპლიკაციაში შვილების ანგარიშებიც დაამატონ და მათი ჯანმრთელობა ერთი სივრციდან მართონ.
Ekimo სრულად არის ინტეგრირებული Imedi L-ის ჯანმრთელობის დაზღვევასთან, რაც მომხმარებელს ვიზიტების, თანაგადახდებისა და მედიკამენტების შეღავათიანი პირობებით მიღების შესაძლებლობას აძლევს. ამასთან, პლატფორმა მუდმივად განახლებადია და უახლოეს მომავალში მას სხვა სადაზღვევო კომპანიებიც დაემატება, რაც Ekimo-ს კიდევ უფრო უნივერსალურ ჯანმრთელობის ასისტენტად აქცევს.
ფუნქციებთან ერთად იცვლება კომუნიკაციის მთავარი აქცენტიც. თუ წინა გზავნილი: „იცოდე, როგორ ხარ“ მომხმარებელს საკუთარ ჯანმრთელობაზე ინფორმაციის მიღებისკენ მოუწოდებდა, „არ გადადო“ უკვე მოქმედებაზე აკეთებს აქცენტს, თუმცა ახალი გზავნილი ძველს კი არ ანაცვლებს, არამედ მის იდეას აგრძელებს.
ამაზე „ევექსის“ მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსი გიორგი კარანაძე გვესაუბრა:
M: Ekimo-ს აპლიკაციას მომხმარებელი აქამდეც იცნობდა, თუმცა დღეს მისგან განახლებულ ფუნქციებს მიიღებს. რა საჭიროებამ განაპირობა აპლიკაციის ამ ეტაპამდე განვითარება და ითამაშა თუ არა როლი ამ სიახლეზე მომხმარებლის გამოცდილებაზე დაკვირვებამ?
დიახ, Ekimo-ს განვითარების ეს ახალი ეტაპი თავიდან ბოლომდე მომართულია იმაზე, თუ რა საჭიროებები აქვთ ჩვენს მომხმარებლებს. ყველა ის მნიშვნელოვანი ფუნქციური თუ დიზაინგანახლება იმას ემსახურება, რომ მივიღოთ ყველაზე გამართული და გამოყენებადი სამედიცინო აპლიკაცია საქართველოში, რომელიც ყოველდღიურობაში იქნება ღირებულების მომტანი – იქნება ეს ექიმთან ჩაწერა, სხვადასხვა სამედიცინო კვლევის მიღება, პირადი თუ ოჯახის წევრების ჯანმრთელობის კონტროლი და ა.შ.
M: Ekimo-ს კომუნიკაციის მთავარი მესიჯი აქამდე „იცოდე, როგორ ხარ“ იყო, ახლა კი ის „არ გადადოთი” გრძელდება. რას ნიშნავს ეს ცვლილება ბრენდისთვის და რატომ გახდა მნიშვნელოვანი ჯანმრთელობაზე ზრუნვის ცოდნიდან მოქმედებაზე გადასვლა?
თანამედროვე, დატვირთულ გარემოში ყოველთვის გვაქვს „მიზეზი“ გადავდოთ მნიშვნელოვანი ან ნაკლებად მნიშვნელოვანი საქმეები. ყოველდღიურობა იმდენად დატვირთულია, რომ ხშირად პრიორიტეტების განსაზღვრაც კი ჭირს. თუმცა ჯანმრთელობის საკითხების გადადება არცერთ ეტაპზე არ შეიძლება. ეს ის ნაწილია, რომელიც ყოველთვის და ყველა გარემოში უმნიშვნელოვანესია. აქედან გამომდინარეობს ახალი საკომუნიკაციო მესიჯიც – „არ გადადო ჯანმრთელობა“.
ეს თავად პროდუქტის, სერვისის მხრიდანაც გამყარებულია. ადამიანებს ვაძლევთ ინსტრუმენტებს, რომ მარტივად, ყოველდღიურობაში შეძლონ ჯანმრთელობაზე ზრუნვა და არ მოხდეს ამ ყველაფრის უსასრულოდ გადადება.
M: Ekimo მუდმივად განახლებად პლატფორმად არის წარმოდგენილი და მომავალში სხვა სადაზღვევო კომპანიების ინტეგრირებაც იგეგმება. როგორ ხედავთ აპლიკაციის განვითარებას და რა როლი უნდა ჰქონდეს მას ჯანმრთელობის ყოველდღიურ მართვაში?
Ekimo-ს აპლიკაციას აქვს ის პოტენციალი, რომ გახდეს ყველაზე მნიშვნელოვანი და აუცილებელი აპლიკაცია სამედიცინო სფეროში. აქ ყველა ის სერვისი და პროდუქტი მოიყრის თავს, რაც ყოველდღიურობაში დასჭირდება ადამიანს, როგორც საკუთარი, ისე ოჯახის წევრების შესახებ – თავის მოვლა, ჯანმრთელობის ისტორიის მონიტორინგი და ა.შ. ექიმო მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს იმისთვის, რომ სამედიცინო სფეროს საფუძვლიანი და ჯანსაღი გაციფრულება მოხდეს.
M: თქვენი მოლოდინით, რა უნდა შეცვალოს გზავნილმა მომხმარებლის ქცევაში?
მომხმარებლებს გაახსენოს, რომ შეიძლება ყოველდღიურ ცხოვრებაში ბევრი რამის გადადება გვიწევს, მაგრამ ჯანმრთელობის საკითხები ის ფუნდამენტია, რაზეც ჩვენი ცხოვრების ხარისხია დამოკიდებული. ვფიქრობ, ამ ნაწილის კიდევ ერთხელ შეხსენება და დღის წესრიგში დაყენება აუცილებელია.
Ekimo სერვისების გაუმჯობესებისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია. ევექსი, როგორც პირველადი ჯანდაცვის ყველაზე დიდი ქსელი საქართველოში, 2025 წლიდან სტრატეგიულ ცვლილებებზე მუშაობს, რომელთა შორისაა რებრენდინგი და „ევექსი ლაბი”. ახლა კი, განახლებული აპლიკაციით, მომხმარებლისთვის ციფრული გამოცდილებაც გამარტივდება და ჯანმრთელობაზე ზრუნვა მეტად კომფორტული გახდება, ამიტომ: „იცოდე, როგორ ხარ და არ გადადო, ჩამოწერე Ekimo”.
Ekimo-ს ჩამოტვირთვა შესაძლებელია App Store-სა და Google Play-ში. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ვებგვერდი.
-
მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი: გიორგი კარანაძე
-
მარკეტინგული პროექტების მენეჯერი: ვერიკო ნანოშვილი
-
დიზაინ ლიდი: ეკატერინე შაფათავა
-
ციფრული მარკეტინგის სპეციალისტი: ელენე შარიქაძე
-
შემოქმედები ხელმძღვანელი: თოკარეშკა
-
წარმოება (Production): Film Asylum
[R]











