in

ასე დაიწყო Spotlight 2022-ისა და „ექიმოს“ მეგობრობა!

700-მა სტუმარმა ზუსტად იცის, სად იქნება 2022 წლის 27 ნოემბერს. ამ დღეს, სასტუმრო პულმან აქსის თაუერსი Spotlight 2022-ს უმასპინძლებს. პანდემიური პაუზის შემდეგ, წლის მთავარი მარკეტინგული დღესასწაული ზარზეიმით ბრუნდება, კიდევ უფრო საინტერესო სიახლეებით. მთელი დღის მანძილზე, შეძლებთ დაესწროთ მასტერკლასებს, ვორკშოპებს, ინსპირაციულ გამოსვლებსა და პანელურ დისკუსიებს. წლევანდელი Spotlight-ის მთავარი თემაა „ცდა“. ეს იქნება მუხტი, სამყარო და შესაძლებლობები სრულიად ახლებურად დავინახოთ და არ დავიზაროთ რაიმე ახლის ცდა. წლევანდელი Spotlight-ის მეგობრებს შორისაა ონლაინ პლატფორმა „ექიმო“. ღონისძიების მხარდაჭერის მნისვნელობაზე „ექიმოს“ ბრენდ მენეჯერი მარიამ ივანიძე გვესაუბრა.

M: თქვენი შეფასებით, რა შეცვალა სფოთლაითმა ქართული მარკეტინგის სამყაროში?

ძალიან გვიხარია, რომ წელს პირველად „ექიმო“ წლის მთავარი მარკეტინგულ მოვლენის ნაწილია. სფოთლაითს ასე ტყუილად არ მოვიხსენიებთ. ეს არის ინდუსტრიის ზეიმი, რომელიც ყველა დელეგატისთვის სავსეა ულევი ინსპირაციით, დაუვიწყარი ისტორიებით და ძველი თუ ახალი მეგობრებით. პროექტი წლებია აერთიანებს სფეროს წამყვან პროფესიონალებს – მათ, ვისაც უკვე ბევრი რამ დაუგროვდათ სათქმელი და სფეროს ენთუზიასტებს – ანუ მათ, ვისაც ამ ყველაფრის მოსმენა სწყურიათ. სწორედ ეს ერთიანობა და წლიდან წლამდე ერთმანეთისთვის გამოცდილების, მიგნებებისა და ხედვების გაზიარება ქმნის იდეალურ გარემოს, როგორც მთლიანად მარკეტინგისა და შემოქმედებითი ინდუსტრიის, ისე ერთეული ადამიანების განსავითარებლად.

M: უკვე არაერთი წელია თვალს ადევნებთ სფოთლაითს. თქვენი აზრით, რატომ არის მნიშვნელოვანი ასეთი ღონისძიების მხარდაჭერა?

ისეთ პატარა ბაზარზე, როგორიც საქართველოა, მნიშვნელოვანია რაც შეიძლება მეტმა კომპანიამ აიღოს პასუხისმგებლობა სფეროს განვითარების ხელშეწყობაში. სფოთლაითის მსგავსი ღონისძიებების მხარდაჭერა ჩვენთვის არის იმ ადამიანების მხარდაჭერა, რომლებიც ყოველდღიურად დაუღალავად შრომობენ ამ საერთო მიზნის მისაღწევად. ძალიან მნიშვნელოვანია ამ ადამიანებს ჰქონდეთ პლატფორმა, რომელიც საშუალებას მისცემთ ერთმანეთს გაუზიარონ წლის მთავარი გამარჯვებებიც და შეცდომებიც, მოლოდინებიც და იმედგაცრუებებიც, რომ დანებების ნაცვლად აივსონ მოტივაციით და ერთად კიდევ უფრო მეტი, კიდევ უფრო მეტად ცადონ.

M: თქვენთვის რითაა საინტერესო და მნიშვნელოვანი სფოთლაითის მხარდაჭერა?

ყველაფერ ზემოჩამოთვლილთან ერთად სფოთლაითის ამ წლის მთავარი თემა, „ცდა“ იქცა მთავარ ბიძგად ამ დღესასწაულის ნაწილი გავმხდარიყავით. Ცდა, როგორც კონცეფცია და როგორც პროცესი პირველივე დღიდან თან სდევს „ექიმოს“, რადგან „ექიმო“, როგორც კომპანია და პროდუქტი სრულიად ახალი სიტყვაა ქართულ ბაზარზე. ის მთლიანად ცვლის მომხმარებლის ქცევასა და გამოცდილებას ჯანდაცვის სფეროში –  ჯანმრთელობისთვის საჭირო ყველა სერვისის ერთ სივრცეში გაერთიანებითა და მარტივად მიღების შესაძლებლობით. ინოვაცია და ისეთი ინოვაციური ღონისძიებების მხარდაჭერა, როგორიც სფოთლაითია, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რათა ხელი შევუწყოთ ბაზრის განვითარებას და წვლილი შევიტანოთ კიდევ უფრო მეტი საინტერესო პროექტისა და ადამიანის ერთად თავმოყრაში.

 

 

ღონისძიების წარმდგენია: საქართველოს ბანკი.
პარტნიორი: eTeam.
მხარდამჭერები: TON, Alliance Group, m², ბორჯომი, WOLT, თეთრი კვადრატი, Gulf, GPC, Maxtherm, Skoda, Kenari, Adwise, EKIMO, ლურჯი ოკეანე, ალდაგი.

10 მოთხოვნადი პროფესია, რომლის შესწავლაც სმარტ აკადემიაში შეგიძლია

„ლურჯი ოკეანე“ Spotlight 2022-ის მხარდამჭერია!