in

იცოდე როგორ ხარ – ევექსი „ექიმოს” ახალ ფუნქციონალებს წარადგენს

ციფრული ტრანსფორმაცია ჯანდაცვაში სულ უფრო მნიშვნელოვან როლს იძენს. მომხმარებლები კი სერვისების მიღების უფრო მარტივ და სწრაფ გზებს ეძებენ. სწორედ ამ საჭიროების საპასუხოდ, „ევექსი” განახლებულ აპლიკაცია „ექიმოს” წარადგენს, რომელიც ერთ სივრცეში აერთიანებს სამედიცინო მომსახურების სრულ ეკოსისტემას.

ევექსი, როგორც პირველადი ჯანდაცვის ყველაზე დიდი ქსელი საქართველოში, აგრძელებს მომხმარებლისთვის გამარტივებული და კომფორტული სერვისების მიწოდებას. 2025 წელს განხორციელებული სტრატეგიული რებრენდინგისა და ახალი პროექტების შემდეგ, მათ შორის „ევექსი ლაბის“ შექმნის პარალელურად, კომპანია კიდევ ერთ მნიშვნელოვან ნაბიჯს დგამს მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად.

განახლებული „ექიმო“ მომხმარებელს საშუალებას აძლევს დაჯავშნოს ექიმის კონსულტაცია, ლაბორატორიული თუ ინსტრუმენტული კვლევა, გადაიხადოს მომსახურება ონლაინ, კლინიკაში რეგისტრატურის გარეშე მიიღოს სამედიცინო სერვისები, ბინაზე გამოიძახოს ლაბორატორია და ექიმის მიერ დანიშნული მედიკამენტები.

აპლიკაციაში ასევე ხელმისაწვდომია სრული სამედიცინო ისტორია: კვლევის პასუხები, ექიმის დანიშნულებები, ფორმა-100 და ევექსში მიღებული ყველა სამედიცინო მომსახურების ჩანაწერი. მშობლებისთვის შვილების ჯანმრთელობის მართვის პროცესის გასამარტივებლად კი, „ექიმოს” საშუალებით, შვილების ანგარიშების დამატება და მართვაა შესაძლებელი.

„ექიმო” სრულად ინტეგრირებულია Imedi L-ის ჯანმრთელობის დაზღვევასთან, რაც მომხმარებლებს ვიზიტების, თანაგადახდებისა და მედიკამენტების შეღავათიანი პირობებით მიღების შესაძლებლობას აძლევს.

ევექსის ინფორმაციით, „ექიმო“ მუდმივად განახლებადი პლატფორმაა და უახლოეს მომავალში მას სხვა სადაზღვევო კომპანიების ინტეგრაციაც დაემატება, რაც აპლიკაციას კიდევ უფრო უნივერსალურ ციფრულ ჯანმრთელობის ასისტენტად აქცევს.

აპლიკაციის ჩამოტვირთვა შესაძლებელია App Store-სა და Google Play-ში.

[პარტნიორის კონტენტი]

Ariston Synergy Summit: „ცელსიუსისა” და Ariston-ის სტრატეგიული თანამშრომლობა და წლის საუკეთესო პარტნიორების/ხელოსნების დაჯილდოება

დააგროვეთ მეტი PLUS ქულა და მოემზადეთ PLUS-ის დაბადების დღისთვის