კოვიდ პანდემიამ მთელი სამყარო ახალი რეალობის წინაშე დააყენა და დაწყებული დიგიტალიზაციის პროცესი უფრო დააჩქარა. ახლა ნებისმიერი სფერო ცდილობს ახალ ტექნოლოგიაზე გადასვლას ან არსებულის გაუმჯობესებას, რათა მომხმარებელმა უფრო სწრაფად და ხარისხიანად მიიღოს დისტანციური სერვისები.
დღესდღეობით ეს პრობლემა განსაკუთრებით აქტუალურია, რადგან გადატვირთული ზარების, მიმართვიანობის მაღალი დონის გამო, ჯანდაცვის სისტემა ვერ აუდის ამდენ დადასტურებულ შემთხვევას. კოვიდპაციენტები დღეების და ხანდახან კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში ელოდებიან ექიმის ზარს, ბევრი კი ისე გამოდის მდგომარეობიდან, რომ ახლობლებისგან უწევს სამედიცინო რჩევების მიღება.
თანამედროვე ჯანდაცვის პრაქტიკა და საერთაშორისო გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ტელემედიცინა საკმაოდ გავრცელებული გამოცდილება გახდა. იმ პაციენტებისთვის, რომლებსაც ვირუსი შედარებით მსუბუქ ფორმებში გადააქვთ, ექიმებთან ვირტუალური კომუნიკაცია საკმაოდ მოსახერხებელი და ეფექტურია.
ამიტომ, თუკი კოვიდი დაგიდასტურდათ და მის სწორად სამართავად დახმარება გჭირდებათ, შეგიძლიათ ქართული აპლიკაცია “ექიმოს” გამოყენება, რომელიც შესანიშნავ ალტერნატივად გვევლინება ამ ვითარებაში და არა მარტო.
“ექიმოში” შეგიძლიათ თავად ნახოთ, როდის არის თავისუფალი ექიმი და შემდეგ მშვიდად დაელოდოთ მისგან გადმორეკვას. ექიმი უმოკლეს დროში დაგიკავშირდებათ და იმდენ დროს დაგითმობთ, რამდენიც გესაჭიროებათ თქვენი ჩივილების სრულფასოვნად გასაზიარებლად და რჩევების მისაღებად. აქვე გეტყვით, რომ თუკი ექიმი ანალიზების გაკეთებას გირჩევთ, ონლაინვე შეძლებთ ლაბორატორიის გამოძახებას სახლში. მოკლედ რომ ვთქვათ, ერთ აპლიკაციაში შეგიძლიათ, ჯანდაცვის სრულყოფილი სერვისით ისარგებლოთ.
როგორ მუშაობს და ვისთვისაა “ექიმო”?
ნებისმიერი ჩვენგანისთვის ჯანმრთელობა ყველაზე ძვირფასია და მის დასაცავად ჩვენ დიდი ძალისხმევის გაწევა არ უნდა გვჭირდებოდეს. “ექიმო” ციფრული ჯანდაცვის სისტემაა, რომლის სიმარტივე და მოხერხებულობაც იმაზეა გათვლილი, რომ ადვილად შევძლოთ ჩვენი ჯანმრთელობის მართვა. ის პირად სამედიცინო ასისტენტს ჰგავს, რომელიც ზრუნავს ჩვენს ჯანმრთელობაზე.
აპლიკაცია რამდენიმე მომსახურებას აერთიანებს. ესენია: ექიმები, კლინიკები, ლაბორატორიები და ფარმაცია; „ექიმოში“ ნახავთ 1000-ზე მეტ ექიმს, 10 ლაბორატორიას, 80-მდე კლინიკას და უამრავ სააფთიაქო პროდუქტს.
“ექიმო” გვეხმარება, რომ კომფორტულ გარემოში, სახლიდან ან ოფისიდან გაუსვლელად, მივიღოთ ექიმის, როგორც სატელეფონო, ასევე ვიდეო ონლაინ კონსულტაცია. საჭიროების შემთხვევაში, ექიმს აპლიკაციის დახმარებით შეუძლია გადაამისამართოს პაციენტი საჭირო ადგილას, სხვა ექიმის კონსულტაციაზე, ლაბორატორიულ კვლევებზე ან აფთიაქში. ჩვენ შეგვიძლია როგორც ლაბორატორიის ადგილზე გამოძახება, ისე ჩვენთვის საჭირო მედიკამენტების სახლში მოტანაც.
რა თქმა უნდა, “ექიმოს” დახმარებით, ექიმთან ფიზიკური ვიზიტის დაჯავშნაცაა შესაძლებელი, თუკი ამის საჭიროება გვაქვს. შეიძლება ითქვას, რომ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ყველა სერვისი ერთ სივრცეშია მოქცეული და მათით სარგებლობა ყველასთვის მოსახერხებელია.
ჯანმრთელობის მენეჯმენტი მარტივად
როგორც უკვე გითხარით, დისტანციური კონსულტაციის მიღება “ექიმოს” მთავარი მიმართულებაა, თუმცა, აპლიკაციაში სხვა ბევრ საინტერესო ფუნქციასაც ვხვდებით, რომლებიც მას კიდევ უფრო პრაქტიკულსა და მიმზიდველს ხდის.
- ალბათ არაერთხელ გდომებიათ, რომ თქვენი ჯანმრთელობის ისტორია ერთ სივრცეში გაგეთავსებინათ და ის ყოველთვის მარტივად ხელმისაწვდომი ყოფილიყო თქვენთვის. ანალიზების პასუხები, ფორმა 100-ები, ექიმის დანიშნულებები და ისტორიის შემადგენელი სხვა ინფორმაცია, როგორც ხშირად ხდება, აქა-იქ არის მიმოფანტული და შეიძლება დაგვეკარგოს კიდეც. “ექიმოს” “სამედიცინო ისტორიის” ფუნქცია ამ პრობლემას მარტივად,
ერთ აპლიკაციაში ყველა ინფორმაციის განთავსებით აგვარებს. - გარდა ამისა, “ექიმოს” აქვს სადაზღვევო ბარათების ინტეგრაციისა და საბავშვო ანგარიშების ფუნქცია. წარმოიდგინეთ, რა მარტივია ყველაფერი, როცა შეგიძლიათ დაზღვევის ციფრული პოლისით ისარგებლოთ ან თქვენი მცირეწლოვანი ოჯახის წევრები თქვენთან ერთად დაარეგისტრიროთ აპლიკაციაში, სადაც მათი ჯანმრთელობის მენეჯმენტსაც ისევე მარტივად შეძლებთ, როგორც თქვენსას.
როგორ ხარ?
როგორ ხარ? ეს არის კითხვა, რომელსაც “ექიმო” უსვამს თავის მომხმარებლებს, რადგან მუდმივად ფიქრობს და ზრუნავს მათზე. ზრუნვა ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია ჩვენს ცხოვრებაში და მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, რომ ვიღაც ფიქრობს იმაზე, რომ ჩვენი პასუხი კითხვაზე “როგორ ხარ” ყოველთვის პოზიტიური იყოს. “ექიმოს” აპლიკაცია სწორედ ამ ზრუნვის გამომხატველი პლატფორმაა, რომელიც ამცირებს ჩვენს ხარჯებს, დროსა და ენერგიას.
თუ ჯერ არ სარგებლობთ ციფრული სამედიცინო სერვისებით, მაშინ ექიმოს გადმოწერის დროა!
აპლიკაციის გადმოწერა კი შეგიძლიათ შემდეგ ბმულებზე გადასვლით IOS, Android.
[R]