in

„ექიმოს” ახალი შეთავაზება ჯანსაღი ცხოვრების მიმდევრებისთვის

ჯანმრთელობაზე ზრუნვის ციფრულ პლატფორმას „ექიმო”, რითეილ მიმართულებით, ახალი მაღაზიები დაემატა.

თუ ჯანსაღ ცხოვრების წესს მისდევთ, უკვე შეგიძლიათ, შეიხედოთ აპლიკაციაში და გამოიწეროთ პროდუქცია ისეთი ცნობილი მაღაზიებიდან, როგორებიცაა: „ჰელსი სთორი”, „ვიტამინი” და „ვიტამინჰაუსი”. ასორტიმენტი საკმაოდ მრავალფეროვანია. აქ იპოვით როგორც ვიტამინებსა და მინერალებს, ისე პროტეინებს, ანტიოქსიდანტებს, ჯანსაღ სნექებსა და ბიო პროდუქტებს. ექიმოს მიზანია, ცხოვრების ჯანმრთელი წესის მიმდევრებს კვების პროცესის მართვა გაუმარტივოს და მნიშვნელოვანი პროდუქტების შეძენის პროცესი უფრო მოსახერხებელი გახადოს.

„ექიმოს” კომერციული დირექტორი, ანი გელაშვილი:

„როგორც იცით, „ექიმო” ჯანმრთელობაზე ზრუნვის პლატფორმაა, რომელიც მომხმარებელს სასურველი პროდუქტისა თუ სერვისის დროულ მიღებას უმარტივებს ნებისმიერი ადგილიდან.
ჩვენ გვჯერა, რომ ნამდვილი ჯანმრთელობა სცდება მხოლოდ სამედიცინო დახმარებას. ჩვენი ფილოსოფია ჩვენი მომხმარებლებისა და მათი საყვარელი ადამიანების საერთო კეთილდღეობას ეფუძნება. „ექიმოში” მიზნად ვისახავთ, დავეხმაროთ ჩვენს მომხმარებელს, რომ თავი იგრძნონ არა მხოლოდ ჯანმრთელად, არამედ ენერგიულად და ბედნიერად. ჩვენი ხედვა და სტრატეგიაც ამ კონცეფციას შეესაბამება, რის გამოც ვთანამშრომლობთ სხვადასხვა ინდუსტრიასთან, როგორიცაა ახალი მიმართულება: სპორტული კვება, ბიო დანამატები და ჯანსაღი კვება. ეს კატეგორია სულ რამდენიმე დღეა გამოჩნდა ექიმოს პლატფორმაზე და უკვე ჩვენი მომხმარებლების ერთ-ერთი ფავორიტია.
უახლოეს დღეებში ჩვენს მომხმარებელს პლატფორმაზე მორიგი სიახლე ელოდება. დაგვემატება ახალი კატეგორიები: თავის მოვლის და ბავშვთა მოვლის აქსესუარები. ამასთანავე, ექიმო არ ივიწყებს თავის ოთხფეხა მეგობრებზე ზრუნვას და გარდა უკვე ნაცნობი ვეტერინარული სამედიცინო სერვისებისა, რომელთაც აქტიურად იყენებს ჩვენი მომხმარებელი, უახლოეს დღეებში დაემატება ისეთი კატეგორიები, როგორებიცაა: ცხოველთა კვება, აქსესუარები, ცხოველთა ვიტამინები და სნექები.

და ბოლოს, გარდა იმისა, რომ პლატფორმა ექიმო, ყველა სერვისს ერთ სივრცეში აერთიანებს და ამარტივებს მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომობას, ექიმოს მომხმარებელი მუდმივად შეძლებს ექსკლუზიური ფასდაკლებებით სარგებლობას“.

„ექიმო” თავის პლატფორმაზე ექიმებს, ლაბორატორიებს, კლინიკებს, სადაზღვევო კომპანიებსა და სააფთიაქო ქსელებს აერთიანებს, რაც მომხმარებელს სამედიცინო სერვისების დისტანციურად მიღებაში  ეხმარება. სადაც არ უნდა იყოთ, შეგიძლიათ პირდაპირ აპლიკაციიდან დაჯავშნოთ ექიმთან ვიზიტი, ან გაიაროთ ონლაინ კონსულტაცია, გამოიძახოთ წამლები და ლაბორატორიული კვლევები.

„ექიმო” შექმნის დღიდან გვეხმარება ჯანმრთელობაზე ზრუნვაში, რაც ახლა, ჯანსაღი პროდუქტების გამოძახების შეთავაზებით, კიდევ უფრო მარტივი და მოსახერხებელი გახდება.

[R]

Škoda გზებზე უსაფრთხოების დაცვის უახლეს ტექნოლოგიას გვთავაზობს

როგორ ვკონცენტრირდეთ სტრატეგიის დანერგვაზე?