9
ოქტ
2018

ეკო ჩუბინიძე კრეატიულ ინდუსტრიაში დაბრუნდა! – „სააგენტოში, რომელიც ყველაზე მაღლა დაფრინავს“

9 ოქტ 2018

ეკო ჩუბინიძე სააგენტო „ლივინგსტონის“ კლიენტების მომსახურების უფროსი გახდა. შემოქმედებით სფეროში დაბრუნებასა და ამჟამინდელ გამოწვევებზე კი მარკეტერის შეკითხვებს უპასუხა:

BOG xelfasi
Bog Xelfasi mob

M: რატომ დაბრუნდი შემოქმედებით სფეროში?
მჯერა, რომ დღეს, საქართველოში კრეატიული ინდუსტრია ერთ-ერთი ის სფეროა, რომელსაც შეუძლია ქვეყნისთვის პოზიტიური ცვლილებების ინიციატორი და შემოქმედი იყოს – ერთი მხრივ, საკომუნიკაციო სივრცეში სწორ ღირებულებებზე აქცენტების დასმით, მეორე მხრივ კი, ადამიანებისთვის თავისუფალი, ჯანსაღი და განვითარებაზე ორიენტირებული გარემოს შექმნით. ის, რომ ამ პროცესის ნაწილი მინდა, ვიყო, ჩემი გადაწყვეტილების რაციონალური ახსნაა, ემოციურად კი, პასუხი გაცილებით მარტივი და მოკლეა – „ლივინგსტონი“. M: რა გამოწვევების წინაშე ხარ?
მოკლე პერიოდში რთულია, ბოლომდე გაიაზრო ყველა ის გამოწვევა, რაც ახალ გარემოშია, თუმცა ერთი, რაც ზუსტად ვიცი, არის ფრენის შიშის გადალახვა სააგენტოში, რომელიც ყველაზე მაღლა დაფრინავს.

ეკო სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრში მუშაობდა, მანამდე „გალერია თბილისის“ მარკეტინგის მენეჯერი იყო, ხოლო სააგენტოში მუშაობის გამოცდილება Betterfly-ში, 2013-2016 წლებში, კლიენტებთინ ურთიერთობის დირექტორის პოზიციაზე მიიღო.

განხილვა