როგორი პარადოქსიც უნდა იყოს, საზოგადოების დიდი ნაწილი კი აცნობიერებს პლასტმასის ჭარბი მოხმარების საფრთხეებს, მაგრამ ინდივიდუალურ დონეზე მაინც ნაკლებად ვფიქრობთ ქმედითი ნაბიჯების გადადგმაზე. სხვა სიტყვებით, თეორიულად კი ვიცით, რამდენად საყურადღებოა ჭარბი მოხმარება და რა პრობლემებთანაა დაკავშირებული, თუმცა პრაქტიკაში არ ვითვალისწინებთ. ალბათ, იმასაც ვფიქრობთ, მე, ერთმა ადამიანმა რომ დავიწყო ცვლილებები, ზღვაში წვეთი იქნება და რა აზრი აქვსო… რეალურად კი, ცვლილება სწორედ ინდივიდისგან იწყება.
გიორგი ბოლქვაძე ამის ნათელი მაგალითია — ის აქტიურადაა ჩართული პლასტიკური მასით გარემოს დაბინძურებასთან ბრძოლაში და ცდილობს, ყოველდღიურად გააუმჯობესოს მდგომარეობა. თანაც ირგვლივმყოფებისთვისაც ერთგვარ role model-ად იქცა, რადგან თავისი საქმიანობით სხვებსაც სათანადო მაგალითს აძლევს. ქვემოთ მოცემულ ვიდეოშიც ჩანს, რომ გარემოს დაბინძურების შემცირებაში წვლილის შეტანა თითოეულ ჩვენგანს შეუძლია. ერთის ქმედება კი დანარჩენებსაც შთააგონებს.











