in

მეცნიერებმა ეკოლოგიურად სუფთა ბრჭყვიალა ფერი მცენარეებისგან შექმნეს

შთაგონება აფრიკული მცენარე Polliadensata-დან იღებს სათავეს

ყველაფერი, რაც ბრწყინავს, ეკოლოგიურად სუფთა არ არის. მბზინავი და მბრჭყვინავი პიგმენტები ხშირად ტოქსიკური ნაერთებისა დამაბინძურებელი მიკროპლასტიკების გამოყენებით იწარმოება. ახალი არატოქსიკური, ბიოდეგრადირებადი ალტერნატივა კი, შესაძლოა, ეკოლოგიურად ჯანსაღი და ბრჭყვიალა პიგმენტების დასამზადებლად იქნას გამოყენებული — როგორც საღებავების, ისე კოსმეტიკური საშუალებებისა და შეფუთვებისთვის.

M2
M2

ცელულოზის გამოყენების შთაგონება აფრიკული მცენარე Polliadensata-დან იღებს სათავეს. იგი აწარმოებს კაშკაშა, მოლურჯო ლურჯ ხილს, სახელად მარმარილოს კენკრა. კენკრის უჯრედის კედლებში ცელულოზის ბოჭკოების პაწაწინა ნიმუშები სინათლის ტალღის სიგრძეს ასახავს, რათა გამორჩეული ელფერი შექმნას. “ვფიქრობდი, თუ მცენარეებს შეუძლია ამის გაკეთება, ჩვენც შევძლებდით ამას” — ამბობს ქიმიკოსი სილვია ვინიოლინი.

ვინიოლინიმ და მისმა კოლეგებმა ცელულოზის ბოჭკოების შემცველი წყლიანი ნარევი პლასტიკურ ფენაზე დაასხეს. სითხის გაშრობის შემდეგ ღეროს ფორმის ბოჭკოები სპირალურ სტრუქტურებს ქმნიდა, რომლებიც ერთგვარ სპირალურ კიბეებს წააგავს. ასევე, შეიცვალა ცელულოზის ელემენტების მიერ არეკლილი სინათლის ტალღების სიგრძე და. შესაბამისად, ფირის თხელი ფენის ფერიც.

ამან მკვლევრებს საშუალება მიცა, გამჭვირვალე მცენარეული სუსპენზია ცისარტყელას მსგავს მოციმციმე ლენტებად გადაექციათ. ვინიოლინის თანახმად, ნებისმიერი ტიპის ცელულოზის გამოყენებაა შესაძლებელი. მაგალითად, მისმა გუნდმა ხის რბილობი გამოიყენა, მაგრამ შეეძლო, არჩევანი ხილის კანზე ან ქსოვილის წარმოებიდან დარჩენილი ბამბის ბოჭკოებზე შეეჩერებინა.

ამ ეტაპზე ახალი “გლიტერის” გარემოზე ზემოქმედების გამოცდა იგეგმება. როგორც მეცნიერები იმედოვნებენ, მასალებს, რომლებიც ასეთ ბუნებრივ ინგრედიენტებზეა დაფუძნებული, საკმაოდ ნათელი მომავალი აქვს.

ნინო ოხანაშვილი „თეგეტას“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე გახდა

ნახეთ: მექანიკურ ფეხებზე მდგომი ფუტურისტული მობილური სახლი