in

ნახეთ: ეკრანებზე დატოვებული ანაბეჭდები, როგორც ხელოვნება

როდესაც სმარტფონებს ვიყენებთ, ძალიან ცოტა ფიზიკურ კვალს ვტოვებთ მათთან კონტაქტისას, რადგან აქტივობის დიდი ნაწილი ეკრანს მიღმა ხდება. თუმცა ერთი კვალი, რომელიც ყოველთვის რჩება, ჩვენი თითების ანაბეჭდია. ეს ნიშნები ყოველთვის შესამჩნევია — განსაკუთრებით დაბლოკილი, შავი ეკრანის დროს. ეს ერთგვარად სიმბოლოა იმ ინტიმური ურთიერთობისა, რომელსაც ყოველდღიურად ვიზიარებთ ჩვენს მოწყობილობებთან.

ხშირად ვხედავთ და ვაკვირდებით ამ თითის ანაბეჭდებს, „სიბინძურის ნიშნად მიჩნეულს“ კი სწრაფად ვწმენდთ ხოლმე. ახლა კი ფოტოგრაფმა ტაბიტა სორენმა ეს მარტივი, თითქოს შეუმჩნეველი დეტალი შთაგონების წყაროდ გამოიყენა. Surface Tension პროექტის ფარგლებში საინტერესო ლინზა შექმნა, რომლის მეშვეობითაც ტექნოლოგიასთან არსებულ რთულ ურთიერთობას შევისწავლით — როგორც ონლაინ, ისე ოფლაინ სამყაროში.

ცხრა წლის განმავლობაში გადაღებული, 2013-დან 2021 წლამდე, სორენის სერია iPad-ის ეკრანზე ასახული თითის ანაბეჭდებითაა გაფორმებული. ფოტოები ამ ეკრანის ქვეშაა მოქცეული — ვებ ძიებებიდან, სოციალური მედიიდან, ტექსტური შეტყობინებებიდან და პირადი ფოტოებიდან, რომლებიც ხმამაღალ, ქაოტურ, ინტიმურ, ჩუმ სცენებს ქმნის. სურათების რეალური შინაარსი მოიცავს მყინვარების ლანდშაფტის კადრს; კალიფორნიის ავტომაგისტრალზე გაჩენილ ხანძარს; საპროტესტო აქციებს და ა. შ.

მთლიანობაში, ხელოვნების ეს ნამუშევრები კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს სხვადასხვა თემას, მათ შორის ავთენტურობისა და ავტორის საკითხებს (Surface Tension-ის ყველა სურათი არის მითვისებული სურათი, რომელიც გაზიარებული და გავრცელებულია წარმოშობის რეალური ინფორმაციის გარეშე).

სორენი მოგვიწოდებს ვიფიქროთ იმაზე, თუ როგორ ვიყენებთ ვიზუალურ ინფორმაციას და როგორ მოქმედებს ეს ერთმანეთთან და პლანეტასთან ურთიერთობაზე.

შესაძლოა, მალე ინსულინის აბები რეალობად იქცეს!

ავიაკომპანიები ბატების გამო „ჩხუბობენ“ — Emirates-ის ახალი რეკლამა