in

რატომ უნდა დაუკავშირდნენ ბრენდები აუდიტორიას ეკრანის მიღმა?

ციფრული ტექნოლოგიების განვითარებამ მომხმარებლების კონტენტში ჩართვის გზა შეცვალა და ის მოლოდინებიც, რომლებიც ბრენდის მიმართ გააჩნდათ. დღეს აუდიტორია მეტად იმერსიული, პერსონალიზებული და ინტერაქციული გამოცდილებებისკენ მიისწრაფვის. აღარც დამკვირვებლობა სურთ, უნდათ ამ ნარატივში აქტიური წვლილი შეიტანონ და აი, სწორედ აქ იკვეთება ბრენდის გამოცდილებების როლი. ეს ტრადიციული ეკრანის სთორითელინგის მიღმა გასვლის საშუალებასაც გვაძლევს და აუდიტორიას თავიანთ საყვარელ შოუებსა თუ კინოებთან ახალი გზებით დაკავშირებას სთავაზობს. 

ამ მიდგომის ეფექტურობა SXSW-ზე HBO-ს Westworld-მაც დაამტკიცა — დამსწრეები ქალაქის რეპლიკაში გადაიყვანეს თავისივე პერსონაჟებთან ერთად… Westworld-ის სამყაროს ამ რეალურმა განსახიერებამ კი ბრენდის დაუვიწყარი გამოცდილება შექმნა, რომელმაც აუდიტორიის ჩართულობა გააღრმავა.

ასე მოხდა ნეტფლიქსის გლობალურ ექსპერიმენტულ კამპანიაშიც, მაყურებლებს Stranger Things-ის სცენების გამოცდილება შესთავაზეს, ინსტალაციებით არა მარტო მის მონაწილეებად აქციეს გულშემატკივრები, არამედ მათთან ემოციური კავშირების დამყარებაც შეძლეს. ეს უკანასკნელი კი ბრენდთან ჩართულობაზე დადებითად აისახება. აქ არც უახლესი Extraction 2-ის კრის ჰემსვორთის „ოფლიანი“ ბილბორდი უნდა დავივიწყოთ. 

ზემოთ მოყვანილი მაგალითები მსგავსი სტრატეგიის ორმხრივ სარგებელზე მეტყველებს: პირველი, ისინი აუდიტორიასთან უფრო მნიშვნელოვანი გზებით ჩასართავად და არსებულ კონტენტთან ემოციური კავშირების გასაღრმავებლად პლატფორმას გვთავაზობენ — ასე ბრენდის ლოიალობას უზრუნველყოფენ, რაც მომხმარებელთა შენარჩუნებისთვის მთავარი ფაქტორია. მეორე, მსგავსი იმერსიული გამოცდილებების ირგვლივ წამოწყებული საუბრები WOM რეკლამირებას გვთავაზობს და ბრენდის სახელის პოპულარობას მკვეთრად აუმჯობესებს. 

ამგვარად, ციფრულ ეპოქაშიც კი ადამიანური კავშირები ნებისმიერი წარმატებული მარკეტინგული სტრატეგიის საფუძველია. აუდიტორიისთვის ისეთი პლატფორმების უზრუნველყოფით, რომლითაც მათთვის გამორჩეულ კონტენტთან ინტერაქცია უნიკალური გზებით შეეძლებათ, ბრენდები ჩვეულებრივ მომხმარებლებს კეთილი ნების ელჩებად აქცევენ.

დაბოლოს, მართალია, ტექნოლოგიები და პლატფორმები გამუდმებით ვითარდება, მაგრამ მთავარი პრინციპი მაინც ერთი რჩება — შევქმნათ დასამახსოვრებელი ბრენდის გამოცდილება, რომელთანაც აუდიტორია ჩართვასა და ემოციური კავშირების დამყარებას მოახერხებს. 

ბილ გეიტსის 4 რჩევა წარმატების მისაღწევად

Rally Adventure Georgia 2023 – საქართველო სათავგადასავლო რალის მე-5 სეზონისთვის ემზადება!