in

ექსტრემალური ამინდი და სტრესი — როგორ შევინარჩუნოთ სიმშვიდე?

M2
M2

რთულია, სიმშვიდე შეინარჩუნო, როცა გამუდმებით გესმის მძიმე ამბები თოვლში ჩარჩენილ ადამიანებზე, თუმცა, ეს აუცილებელია, რათა საკუთარი თავისა და სხვების დახმარება შევძლოთ. სწორედ ამისთვის Australian Psychological Society (APS) ფსიქოლოგიური მზაობის 3 ნაბიჯს გვაცნობს:

ნაბიჯი 1 — გაზიარეთ, რომ სიტუაცია სტრესული იქნება:

  • მსგავსი სიტუაციებისთვის საკუთარი თავი რომ შეამზადოთ, ეცადეთ, წინასწარ განსაზღვროთ, რა იქნება თქვენი სავარაუდო პასუხი ამ ძალიან სტრესულ სიტუაციაზე.
  • დაფიქრდით, ჩვეულებრივ როგორ რეაგირებთ სტრესზე. მიუხედავად იმისა, რომ ეს რეაქციები საკმაოდ ბუნებრივია, შესაძლოა, ხელი შეუშალოთ სხვებს საჭირო საქმეებში.
  • თუ თქვენთვის ჩვეულ რეაქციებს გაიაზრებთ, იმ გზების პოვნაც შეგეძლებათ, რომლითაც მათი მართვაა შესაძლებელი. 

ნაბიჯი 2 — დაადგინეთ ცვლილებები თქვენს სხეულში, რომლებიც შფოთვასა და სხვა საშიშ ფიქრებს უკავშირდება:

  • დააკვირდით, რა მოსდის თქვენს სხეულს ამ დროს, ცვლილებები კი მიგანიშნებთ, როდის ხართ მშფოთვარე მდგომარეობაში.
  • ეცადეთ ფოკუსირდეთ ფიქრებზე, რომლებიც გაშინებთ — დაფიქრდით, ეს გეხმარებათ თუ კიდევ უფრო ართულებს სიტუაციას?
  • საკუთარ თავს შეახსენეთ, რომ სხეულის ძლიერი შეგრძნებები და ფიქრები სტრესზე ნორმალური პასუხია, თუმცა, ეს ვერ დაგეხმარებათ სიმშვიდისა და მკაფიო აზრის შენარჩუნებაში. ამ დროს ნუ იქნებით ზედმეტად კრიტიკული საკუთარი თავის მიმართ. 

ნაბიჯი 3 — მართეთ თქვენი პასუხები სუნთქვისა და საკუთარ თავთან საუბრის ტექნიკებით:

  • შეანელეთ სუნთქვა, რათა სხეულში შფოთვის დონე შეამციროთ — ამ დროს საკუთარ თავს ესაუბრეთ, უთხარით, რომ დამშვიდდეს, რომ ამას კარგად უმკლავდება, რადგან მსგავსი ფრაზები კონტროლის შეგრძნებას მოგცემთ.
  • დარწმუნდით, რომ საჭირო ოდენობით იღებთ სითხეს — ჰიდრატაცია სხეულს გარემოპირობებთან გამკლავებაში დაეხმარება.
  • ჩაანაცვლეთ საშიში ფიქრები სასარგებლო აზრებით — ცუდზე კი არ იფიქროთ, არამედ ისეთ საკითხებზე, რომლებიც თავს უფრო მშვიდად გაგრძნობინებთ, ასე უკეთ შეძლებთ თქვენთვის საჭირო რაღაცების გაკეთებას.

ამგვარად, ექსტრემალურ პირობებში თუ სიმშვიდის შენარჩუნება გსურთ, ჯერ გაიაზრეთ, რომ თქვენი რეაქციები ნორმალურია, მართალია, არასასიამოვნო, მაგრამ მათთან გამკლავება შეგიძლიათ. მიიღეთ ყველა საჭირო ზომა, რადგან ეს კონტროლის შეგრძნებას მოგცემთ. დაბოლოს, გახსოვდეთ, რომ საფრთხე რეალურია, რათა მას პასუხისმგებლობიანად უპასუხოთ, ისე, რომ არც საკუთარი თავი და არც სხვები ჩააყენოთ საფრთხეში. 

„კორპორაციული მდგრადობის ჯილდო – ბიზნესი მდგრადი განვითარებისთვის“ მეშვიდე ცერემონია გაიმართა

Adobe-მ Photoshop-ის მობილური აპლიკაცია გამოუშვა!