in

რა უნდა მფრინავ ღორს ღვინის ეტიკეტზე?

ამ ბრენდინგის მიზანი პოტენციური მომხმარებლების გაღიმება და მათი დაინტერესება იყო, ამიტომ, თუ ამ ფრაზას კითხულობთ, გამოდის, მიზანიც მიღწეულია. თუმცა ეტიკეტზე მფრინავი ღორის ჩვენება კიდევ უფრო მეტ რაიმეს ემსახურება…

BOG
BOG

შთაგონება ამჯერად ღვინის ვინტაჟური შეფუთვა და მულტფილმის ილუსტრაციებია, რითაც Ceren-მა El Angelo Winery-ისთვის უნიკალური ეტიკეტი შექმნა, რომელიც ნამდვილად იკავებს თაროებზე გამორჩეულ ადგილს. ეს კი ხშირად ზუსტად ის არის, რის გამოც ეტიკეტებს ცვლიან ხოლმე. თან მეტად დახვეწილია, ტერაკოტას ტონები მკაფიო ტიპოგრაფიას ერწყმის, კონტრასტსაც ქმნის და ასე თავდაპირველ მიზანსაც აღწევს. 

ახლა კი მთავარ საკითხზე გადავიდეთ, მფრინავ ღორზე, რომლის ირგვლივაც ტრიალებს ყველა ის ინფორმაცია, რაც ღვინის შესახებ უნდა ვიცოდეთ, იქნება ეს ყურძნის წარმოშობა თუ გემოვნური თვისებები. როგორც ამბობენ, ეს არჩევანი, თაროზე გამორჩეული ადგილის დამკვიდრების გარდა, ახალგაზრდულ და ენერგიულ ხასიათს მატებს ბრენდს, რითაც ფართო აუდიტორიისთვის მიმზიდველსაც ხდის. მიზანი ესეც იყო, შეექმნათ ღვინის ისეთი ეტიკეტი, რომელიც გამორჩეულიც იქნებოდა და დასამახსოვრებელიც, რაც პოტენციურ მომხმარებლებსაც მოიზიდავდა და კონკურენტულ ბაზარზე დიფერენცირებაშიც დაეხმარებოდათ. 

და ყველაზე მთავარი — მფრინავი ღორის ირგვლივ არსებული კონცეფცია შეუძლებლის შესაძლებლად ქცევას ეფუძნება, რითაც ბრენდის ინოვაციურ სულისკვეთებასაც ესადაგება. რაც შეეხება მიწისფერ ტონებს, ეს ტრადიციებისა და ხარისხის შეგრძნებას აცოცხლებს, ტიპოგრაფია კი მეტად ცხადსა და წაკითხვადს ხდის მას, რითაც ღვინის თითოეული დეტალი ნათელი ხდება:

500 Global in Eurasia-ს დასკვნითი ღონისძიება Demo Day ახლოვდება – დღე, რომელსაც ყველა სტარტაპერი ელოდება

როგორ მოიპოვეს ანამ და მარიტამ ბრინჯაო Cannes Lions-ის მსოფლიო ახალგაზრდულ ჩემპიონატზე!