in

ახალი ელექტრო ჭურჭელი საკვებს მარილის გემოს მიანიჭებს

მარილით მდიდარი დიეტა საზიანოა ჩვენი კეთილდღეობისთვის. ამან შეიძლება ჯანმრთელობის პრობლემები გამოიწვიოს, როგორიცაა მაღალი წნევა, ინსულტი და გულის დაავადებები. თუმცა, ამის მიუხედავად, უკიდურესად რთულია, მარილზე სრულად უარის თქმა.

ახლა კი ჩვენი ჯანმრთელობისა და გემოვნების უპრობლემოდ შესათავსებლად, Kirin-ის ელექტრო თასებისა და კოვზების ნაკრები შეიმუშავეს. ელექტროენერგიის ტალღები თასის და კოვზის ზედაპირიდან იგზავნება, საკვებთან კონტაქტის დასამყარებლად. ამ პროცესში ჭურჭელი  გარკვეულ იონებს ასხივებს. ეს ნაწილაკები შემდგომში იკრიბება და როდესაც ენას ეხება, „ფსევდოსენსორული აღქმას“ იწვევს.

ლითონის სპეციალური ზოლები კოვზის წვერზე და თასის კიდეზეა მოთავსებული. სწორედ ეს ადგილები უზრუნველყოფს მარილიანი არომატის ეფექტს. ამასთან, ორივე მოწყობილობას ინტენსივობის ოთხი დონე აქვს — უფრო კონკრეტულად, გაჯეტებს შეუძლია, საკვების გემო დაახლოებით 1,5-ჯერ მარილიანი გახადოს.

ამასთან, სურსათის ტექნოლოგიების კომპანიის განცხადებით, ელექტრო დენი „ძალიან სუსტია“ და „ადამიანის სხეულზე არ მოქმედებს“. თანაც, იმავე სამუშაოსთვის წყვილი ელექტრო ჯოხი გამოუშვეს, თუმცა ჭურჭლის ფორმის ფაქტორიდან გამომდინარე, საკმარის ენერგიას ვერ იყენებდა მარილის გემოს ეფექტურად რეპროდუცირებისთვის.

„თბილისის უფასო მაღაზია“ Tegeta Care-ზე

მოამზადეთ სადილი Henry’s Kitchen-თან ერთად და მიჰყევით ჯანსაღი ცხოვრების წესს