in

რომელ დღეს გაგზავნილ ელ.ფოსტებს კითხულობენ ყველაზე მეტად? — კვლევა

როგორც აღმოჩნდა, თუ ელ.ფოსტის გაგზავნა გინდათ, ოღონდ იმის გარანტიით, რომ აუცილებლად გახსნიან მას, ეს კვირას უნდა გააკეთოთ. Axios HQ-ის კვლევისას მათივე პლატფორმით გაგზავნილი 8.7 მილიონი ელ.ფოსტა გააანალიზეს და აღმოაჩინეს, რომ კვირას 3-დან 6 საათამდე გაგზავნილ ელ.ფოსტებს ნახვის ყველაზე მაღალი, 94%-იანი მაჩვენებელი აქვს! ხოლო 6-დან 9 საათამდე გაგზავნის შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 86%-ს უდრის.

საუკეთესო დღეები ელექტრონული წერილების წასაკითხად კვირა და ორშაბათი აღმოჩნდა გახსნის საშუალო, 54%-იანი მაჩვენებლით. ამის შემდეგ 52%-ით სამშაბათი და ოთხშაბათი მოდის, 47-49%-ით ხუთშაბათი და პარასკევი, რაც შაბათის ყველაზე დაბალი, 31%-იანი მაჩვენებლით სრულდება. რაც შეეხება საათებს, ნახვის მაჩვენებელი სამუშაო კვირის განმავლობაშიც 3-6 საათამდე ბევრად მაღალი იყო, ვიდრე დილის ან საღამოს საათებში. 

სწორედ აქედან გამომდინარე გვეუბნება Axios HQ, რომ კვირა საუკეთესო დროა ელ.ფოსტის გასაგზავნად, განსაკუთრებით კი იმიტომ, რომ ვიღაცის შეტყობინებების ყუთში დიდი კონკურენცია არ გექნებათ. თუმცა კიდევ ერთ მიზეზად პოსტ-პანდემიურ ცვლილებასაც ასახელებენ, რაშიც ჰიბრიდული თუ მოქნილი სამუშაო გრაფიკები იგულისხმება — 9-დან 6-მდე ოფისში ჯდომის ნაცვლად, თანამშრომლები შაბათ-კვირას უთმობენ ამ საქმეს, კვირის დღეებში კი, მაგალითად, სავარჯიშოდ დადიან ან თავიანთ შვილებთან ატარებენ დროს. 

თუმცა ეს ნაკლებ მუშაობას ნამდვილად არ ნიშნავს, რაზეც Wall Street Journal-ის კვლევაც მოწმობს: ადამიანები ახლა კვირაში საშუალოდ 6.6 საათი მუშაობენ, ეს მაჩვენებელი კი 2021 წლის შემდეგ 5%-ით გაუმჯობესდა… აქვე კიდევ ერთი კვლევა უნდა შემოგთავაზოთ, რომელიც გვეუბნება, რომ ყოველთვის აქტიური კულტურა უარყოფითად ზემოქმედებს თანამშრომელთა ჯანმრთელობასა და პროდუქტიულობაზე და არა, პირიქით. ხოლო თუ მენეჯერი ხართ, რომელიც თანამშრომლებისთვის ელ.ფოსტის გასაგზავნად შაბათ-კვირას იყენებს, მეტად სავარაუდოა, რომ ასე დასაქმებულებში უფრო მეტ სტრესსაც იწვევდეთ.

მეტიც, 2022 წლის კვლევის თანახმად, თანამშრომელთა 63.3% თვლის, რომ არასამუშაო საათებში დასაქმებულებთან დაკავშირება კანონით უნდა ისჯებოდეს. მიუხედავად ამისა, თითქმის იმავე მაჩვენებლით (64.2%) თანამშრომლები ყოველთვის პასუხობენ არასამუშაო საათებში… ამგვარად, თუ კვირას გაგზავნილ ელ.ფოსტაზე პასუხს მიიღებთ, აჯობებს, ორშაბათ დილამდე არ უპასუხოთ.



Lay’s ლიონელ მესის ამერიკულ თავგადასავალს ასობით თხით შეხვდა

კაცობრიობის ხელოვნებისა და კულტურის „დროის კაფსულას“ მთვარეზე განათავსებენ