in

English Quest 2.0 – როგორ ასწავლის ELC ბავშვებს ინგლისურს თამაშ-თამაშით

როცა პანდემიამ ონლაინ სწავლება მთავარ გამოწვევად აქცია, ბევრმა ორგანიზაციამ დაიწყო გამოსავლის ძიება – როგორ ვაქციოთ დისტანციური განათლება არა მხოლოდ საჭირო, არამედ ეფექტურ და საინტერესო პროცესად? განსაკუთრებით რთული აღმოჩნდა უცხო ენების სწავლება პატარა მოსწავლეებისთვის, რომლებსაც ეკრანთან ჯდომა და ტრადიციული გაკვეთილების ყურება მალე მოსაბეზრებელი ხდება.

სწორედ ამ საჭიროებას პასუხობს ELC-ის (English Learning Center) ახალი პროდუქტი – English Quest 2.0, რომელიც სრულად ანიმაციურ ფორმატშია შექმნილი და ბავშვებისთვის ენის სწავლას თამაშად აქცევს.

რა არის English Quest?

პროგრამა განკუთვნილია 6-12 წლის ბავშვებისთვის. კურსი მთლიანად ანიმაციურია – ეს ნიშნავს, რომ თითოეული გაკვეთილი აგებულია ვიზუალურ თხრობაზე, სადაც ბავშვები პერსონაჟებთან ერთად „მოგზაურობენ“ სხვადასხვა ქვეყანაში და ენას ბუნებრივ კონტექსტში ითვისებენ.

მთავარი დაპირება: მოსწავლე ერთ თვეში შეძლებს თავდაჯერებულ საუბარს, ისწავლის 2000-ზე მეტ სიტყვას, გააუმჯობესებს მოსმენის უნარს და მიიღებს კითხვის და წერის საბაზისო ცოდნას.

როგორ მუშაობს სასწავლო სისტემა?

  • კურსი შედგება 25 ვიდეოგაკვეთილისგან, რომელთა ჯამური ხანგრძლივობა 4 საათი და 35 წუთია. რეკომენდებული გრაფიკია დღეში ერთი გაკვეთილი, რომელსაც დაახლოებით 15 წუთი სჭირდება – ამას ემატება მცირე ქვიზი, რომელიც ავტომატურად ამოწმებს გავლილი მასალის ათვისებას.
  • ყოველი გაკვეთილი სუბტიტრებიანია, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დამწყებთათვის. ბავშვს შეუძლია დააპაუზოს, გადაიხვიოს და საკუთარი ტემპით მოირგოს სწავლის პროცესი.
  • გრამატიკა, რომელიც ხშირად უსიამოვნო გამოცდილებაა პატარებისთვის, აქ ინტეგრირებულია სახალისო კონტექსტში – ბავშვი ისწავლის ენის სტრუქტურას რეალურ სიტუაციებში, არა აბსტრაქტულ წესებში.

რა შედის პაკეტში?

კურსის ძირითად კომპონენტს ემატება ორი საჩუქარი მასალა PDF ფორმატში:

  • პირველი არის სრული სახელმძღვანელო, რომელიც მიჰყვება ვიდეო გაკვეთილებს და მოიცავს დამატებით ახსნა-განმარტებებს და ილუსტრაციებს.
  • მეორე – „55 ინგლისური იდიომა ბავშვებისთვის“, სადაც QR კოდების საშუალებით შეიძლება მოსმენილი იქნას თითოეული იდიომის სწორი გამოთქმა.

კურსის მნიშვნელოვანი უპირატესობაა შეუზღუდავი წვდომა – ერთხელ შეძენის შემდეგ, მასალა სამუდამოდ რჩება ხელმისაწვდომი, რაც შესაძლებლობას იძლევა ბავშვმა საჭიროების მიხედვით გაიმეოროს ნებისმიერი გაკვეთილი.

აქცია მოქმედებს შეზღუდული დროით

ELC აცხადებს სპეციალურ შეთავაზებას – შეზღუდული დროით, კურსზე ვრცელდება. დეტალური ინფორმაცია და რეგისტრაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე elc.center.

პროდუქტი შექმნილია ენის სპეციალისტებისა და გრაფიკოსი დიზაინერების გუნდის თანამშრომლობით და როგორც ELC აცხადებს, სპეციალურად მორგებულია ქართველი ბავშვების საჭიროებებზე – როგორც კულტურული კონტექსტის, ისე სწავლების მიდგომის თვალსაზრისით.

[R]

ერთი რამ, რაც ახალ წელს საჩუქრის შერჩევისას არ უნდა დაგავიწყდეთ — IKEA-ს კამპანია

საქართველოს ბანკის „საკუთარ თავთან გზავნილის“ კამპანიას უკვე 28 გამარჯვებული ჰყავს – მიიღეთ შანსი მოიგოთ 1,000 ან 10,000 ლარი