in

Elco – „უნიკალურ მიტანის სერვისის მოდელზე დაფუძნებული პირველი მობაილ მოლი საქართველოში“

ჩვენ შევაბიჯეთ ელექტრონული კომერციის ერაში. ამიტომ, ნებისმიერი მიმართულების ბიზნესისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სწრაფად ადაპტირდეს გარემოსთან და რაც შეიძლება მალე აუწყოს ფეხი ახალ რეალობას.

დღესდღეობით, არსებობს კომპანიები, რომლებიც შეკვეთებს სხვადასხვა, ტრადიციული გზით იღებენ, როგორიცაა სატელეფონო შეკვეთა, პირადი შეტყობინება სოციალურ ქსელში, ან ვებგვერდზე, თუმცა, თანამედროვე სამყაროში, მომხმარებლების უმრავლესობა შეკვეთის უფრო კომფორტულ და მოქნილ გზას ანიჭებს უპირატესობას.

Elco სწორედ ამ რთული პროცესების ავტომატიზაციის ეფექტიანი ინსტრუმენტია მათთვის, ვისაც გააჩნია საკუთარი მიწოდების სერვისი და სურს ელექტრონული კომერციის პლატფორმა. მსგავს კომპანიებს საშუალება აქვთ, შეინარჩუნონ შეკვეთების მიღების არსებული ფორმა, ასევე დაიმატონ გაყიდვების ახალი არხი, სადაც ინდივიდუალურად მოქმედების საშუალება ექნებათ. ეს კი სხვადასხვა აქციასა და შეთავაზების დაგეგმვის შესაძლებლობას გულისხმობს. ეს ყველაფერი კომპანიებს ხელს შეუწყობს მნიშვნელოვნად გაზარდონ შეკვეთების რაოდენობა და შეინარჩუნონ ლოიალური მომხმარებელი. მათ, ვისაც არ გააჩნია საკუთარი მიტანის სერვისი, Elco  პარტნიორი კურიერების ორგანიზებას სთავაზობს.

„Elco არის პირველი მობაილ მოლი საქართველოში, რომელიც ყველა მიმართულების სავაჭრო და კვების ობიექტს გააერთიანებს. მომხმარებელს საშუალება ექნება, ერთ სივრცეში აარჩიოს სასურველი ნივთი, დაწყებული პირადი მოხმარების პროდუქტიდან, დამთავრებული სამშენებლო მასალებით. გარდა ამისა, მომხმარებელს საშუალება ექნება დასაჩუქრდეს, დააგროვოს ქულები, მიიღოს სპეციალური ფასდაკლებები და ეს ყველაფერი ერთ მობილურ აპლიკაციაში, რომელიც ნამდვილად დიდ კომფორტს ქმნის. ბიზნესს კი აქვს საშუალება ერთ სივრცეში მიაწვდინოს ხმა აპლიკაციაში გაერთიანებულ ათასობით მომხმარებელს.

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, Elco-ს საკომისიო შეადგენს ფიქსირებულ მინიმალურ ღირებულებას თითოეულ ტრანზაქციაზე, არავითარი შეკვეთის ჩეკიდან დაანგარიშებული პროცენტი.

კიდევ ერთი უპირატესობა, რაც Elco აპლიკაციით სარგებლობას გააჩნია, არის ის, რომ შეკვეთებიდან შემოსული თანხები პირდაპირ აპლიკაციაში ჩართული ბიზნესის ანგარიშზე აისახება. მათ საშუალება აქვთ, ინდივიდუალურად დაგეგმონ სხვადასხვა მარკეტინგული კამპანიები, მომხმარებელს შესთავაზონ სპეციალური აქციები და ფასდაკლებები, ასევე აპლიკაციაში მოახდინონ ლოიალობის ბარათების ინტეგრირება. სწორედ ამიტომ, Elco-სთან თანამშრომლობით ბიზნესი გაცილებით მომგებიან პოზიციაშია.

Elco ასევე უნიკალური საშუალებაა საკურიერო კომპანიებისთვისაც, რომლებსაც ჯერ კიდევ არ გააჩნიათ საკუთარი მობილური აპლიკაცია. მათ შეუძლიათ, მარტივად ჩაერთონ პროგრამაში პარტნიორი ობიექტებითვე, რაც ორმხრივ სარგებელს წარმოადგენს, როგორც საკურიერო კომპანიებისთვის, ისე პარტნიორი ობიექტებისთვის, ამით მათ ეძლევათ დამატებითი გაყიდვების არხი ზედმეტი ძალისხმევისა და ხარჯების გარეშე.

მარტივი, მრავალმხრივი შესაძლებლობებით აღჭურვილი მოგებიანი გადაწყვეტილება, რომელიც წარმოადგენს ერთგვარ ხიდს ბიზნესსა და მომხმარებელს შორის – ეს Elco-ს მთავარი კონცეფციაა“.

რაც შეეხება ტექნიკურ ნაწილს, Elco-ს სისტემა შედგება 4 მოდულისგან: 1. მომხმარებლის აპლიკაცია, რომლის მეშვეობითაც ხდება პროდუქტის შეკვეთა 2. მენეჯერის აპლიკაცია, კომპანიის მხრიდან სავაჭრო ობიექტზე შეკვეთებისა და მიწოდების მართვა 3. კურიერის აპლიკაცია, სადაც კურიერი იღებს შეკვეთას და ახორციელებს მიწოდებას 4. მართვის პორტალი, რომლის დახმარებით, კომპანიის ადმინისტრატორი მართავს პროცესებს- პროდუქტები, ფასები და სხვა მონაცემები შეყავს სისტემაში.

აპლიკაციაზე კომპანია FINA-ს გუნდი მუშაობდა, რომელმაც 10 წლის მანძილზე 3500+ კომპანიას გაუმარტივა ბიზნესის მართვა პროგრამული უზრუნველყოფის კუთხით.

როგორც კი დავინახეთ საჭიროება, შევქმენით ეფექტიანი გზა ბიზნესის განვითარებისთვის. არაერთი კვებისა თუ სავაჭრო ობიექტი უკვე აქტიურად მუშაობს „ონლაინ “ გაყიდვების მიმართულებით პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, თუმცა ამისთვის საკმაოდ დიდი პროცენტული საკომისიოს გადახდა უწევთ, რაც არც თუ ისე მომგებიან პირობებში აყენებთ მათ. მეორეს მხრივ კი, ბაზარზე მრავლადაა წარმოდგენილი საკურიერო კომპანიები, რომლებიც აპლიკაციის გარეშე მუშაობენ, ეს დამატებით დროისა და რესურსების ხარჯვასთანაა დაკავშირებული.  ჩვენ კი, შევქმენით ახალი შესაძლებლობა, რომელიც ამ რთულ პროცესებს გაამარტივებს და ამასთანავე ხელს შეუწყობს კომპანიების გაყიდვების ზრდას“, – აცხადებენ FINA-ში.

Elco სწორედ ის პლატფორმაა, რომელიც ბიზნესს საშუალებას აძლევს, ელ.კომერციის ერაში  ბაზარზე კონკურენტული ადგილი დაიმკვიდროს, დამოუკიდებლად მართოს პროცესები, იქონიოს მჭიდრო კავშირი მომხმარებელთან, მნიშვნელოვნად გაზარდოს  გაყიდვები და მიიღოს მეტი სარგებელი.

კომპანიის შესახებ სიახლეებს შეგიძლიათ თვალი ადევნოთ Facebook გვერდსა და ვებგვერდზე.

 

[პარტნიორის კონტენტი]

თიბისი კონცეპტის შეხვედრების ფარგლებში, ქცევის მოდელირების ექსპერტი – შაჰრუ იზადი სამუშაო სესიას ჩაატარებს

,,ოლე, ანუ მარტოდ მდგარი ხე” – ქეუ მეფარიშვილის გამოფენა The Why Not გალერეაში