in

Elco -ახალი შესაძლებლობა თქვენი ბიზნესის „ონლაინ“ კომერციის წარმატებული მართვისთვის

სულ მალე ბაზარზე ახალი აპლიკაცია შემოდის. მარტივად რომ ავხსნათ, ეს იქნება პროდუქტის ადგილზე მიტანის საკუთარი შესაძლებლობა ბიზნესის წარმომადგენლებისთვის. Elco-ს მეშვეობით, მომხმარებელი შეძლებს პროდუქტის არჩევას, შეკვეთას, გადახდას, კომპანია კი უზრუნველყოფს ადგილზე მიტანას პირადი რესურსით, ან სხვა საკურიერო მომსახურებით.  შეკვეთის გაფორმების შემდეგ, მომხმარებელს საშუალება ექნება, თვალი ადევნოს შეკვეთის სტატუსს და კურიერის ადგილმდებარეობას.

„ყველაფერი ერთ აპლიკაციაში თქვენი ბიზნესის ეფექტური მართვისთვის – ეს Elco-ს მთავარი კონცეფციაა“.

Elco იქმნება იმისთვის, რომ ნებისმიერ მსურველ კვებისა და სავაჭრო ობიექტს შესაძლებლობა ქონდეს შუამავალი კომპანიის გარეშე მიიღოს „ონლაინ“ შეკვეთა და დაამუშაოს შეკვეთებთან დაკავშირებით ყველა საჭირო ინფორმაცია, ამასთანავე უზრუნველყოს მიწოდება.  ეს მათ შესაძლებლობას მისცემს, დაზოგონ საკომისიო, რომელსაც აქამდე  პროდუქციის გაყიდვისა და ადგილზე მიტანისთვის შუამავალ კომპანიებს უხდიდნენ.

„ვვარაუდობთ, რომ პირველ ეტაპზე  ძირითადი დაინტერესება რესტორნებისა და კაფე-ბარების სექტორიდან წამოვა, დროთა განმავლობაში კი, დარწმუნებულები ვართ Mobileo კიდევ ბევრი სხვა ბიზნესის საქმიანობის განუყრელი ნაწილი გახდება, იგივე ტანსაცმლის მაღაზიები, რომლებსაც მოულოდნელად მოუწიათ დახურვა და ბევრ მათგანს არ ჰქონდა „ონლაინ“ მაღაზია, სხვადასხვა სავაჭრო ობიექტები, ვისაც შეუძლია პროდუქცია ონლაინ გაყიდოს.

მოგეხსენებათ, გამართული „ონლაინ“ მაღაზიის შექმნა და მისი ამუშავება საკმაოდ დიდ დროსთან და ხარჯებთანაა დაკავშირებული როგორც ტექნიკური, ისე რეკლამის კუთხით.  Elco კი, ნებისმიერ მსურველს უკვე მზა პროდუქტს სთავაზობს, ყოველგვარი ზედმეტი ხარჯის გარეშე, რაც ნამდვილად დიდი შესაძლებლობაა ბიზნესისთვის“, – აცხადებენ კომპანიაში.

Elco-ს სისტემა შედგება 3 ნაწილისგან: 1. მომხმარებლის აპლიკაცია, რომლის მეშვეობითაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია პროდუქტის არჩევა და შეკვეთა 2. კომპანიის მხრიდან სავაჭრო ობიექტზე შეკვეთებისა და მიწოდების მართვის აპლიკაცია, რომლის დახმარებით მენეჯერი ადასტურებს შემოსულ შეკვეთას, ახორციელებს დამზადებას და კურიერის მინიჭებას 3. კურიერის აპლიკაცია, რომლის მეშვეობით იგი ადასტურებს მიღებულ შეკვეთას და ახორციელებს მიწოდებას რუკაზე, ლოკაციების დახმარებით.

„აპლიკაციაზე კომპანია FINA-ს გუნდი მუშაობს, რაც დამატებით სანდოობას ქმნის მომავალი კლიენტებისთვის. FINA უკვე 10 წელია ბიზნესის წარმომადგენლებს სხვადასხვა მართვის სისტემებსა და პროგრამებს სთავაზობს. დღეისთვის FINA 3 000-ზე მეტი  მოხმარებელს ითვლის.

დაინტერესებულ პირებს უკვე შეუძლიათ შეავსონ საკონტაქტო ინფორმაციის ფორმა და მიიღონ უფასო კონსულტაცია Elco-ს მუშაობის შესახებ.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს Facebook გვერდს“.

 

[R]

Protected: დავით გავაშელი: „სტარტაპი მარათონია. იმარჯვებს ის, ვინც დიდხანს ძლებს და უსმენს მომხმარებელს“

„კარფურის“ და „მინისოს“ კოლაბორაცია Tbilisi Mall-ის „კარფურში“