in

Electragram — ვინტაჟური დიზაინის ელექტრონული წერილების სერვისი

თბილად დაწერილი ელ.ფოსტის მიღება ყოველთვის სასიამოვნოა, მაგრამ მოდით, ყველამ ვაღიაროთ რომ კიდევ უფრო სასიამოვნო იქნება, თუ გზავნილი ფოსტაში ხელნაწერი წერილის სახით მოხვდება. სწორედ ეს იდეა დგას Electragram-ის უკან — ეს არის სერვისი, რომელიც საშუალებას გაძლევთ, ციფრული შეტყობინებები პერსონალიზებულ, ციფრულ საკანცელარიო ნივთებზე განათავსოთ და ისე გაგზავნოთ.

იდეა ანა და გრეიდონ კარტერებმა შეიმუშავეს, რომელიც საფრანგეთში მოგზაურობის დროს გაუჩნდათ. „საფრანგეთში წავედით და სახლი ვიქირავეთ. მიუხედავად იმისა, რომ ეს არაჩვეულებრივი პერიოდი იყო, მეგობრებისგან და ოჯახის წევრებისგან მოწყვეტის გრძნობა გვქონდა. ჩვენ კი ორივენი მწერლები და, შესაბამისად, ხელნაწერი ჩანაწერების მოყვარულები ვიყავით, მაგრამ წერილების ევროპიდან აშშ-მდე ჩასვლას კვირები სჭირდებოდა“, — იხსენებს ანა.

სწორედ საფრანგეთის ამ სახლში დახატა გრეიდონმა (ამჟამად მთავარმა შემოქმედებითმა კონსულტანტმა) პირველი ელექტროგრამა, რომელიც 1800-იანი წლების Western Union-ის დეპეშებით არის შთაგონებული. მარტივია Western Union-ის გავლენის დანახვა ელექტროგრამის ვებგვერდზეც — აქ სულ რამდენიმე მოქმედებით შეგიძლიათ ფერებისა და შრიფტების თქვენს გემოვნებაზე მორგება. ასევე, შესაძლებელია სხვადასხვა მარკის დამატება და სასურველი ქაღალდის არჩევა. შემდეგ, როდესაც თქვენი ფორმა მზად იქნება, შეგიძლიათ დაბეჭდოთ და შეტყობინება ისევე სწრაფად გაიგზავნება, როგორც ჩვეულებრივი ელ.ფოსტის შემთხვევაში.

„მინდოდა, ელეგანტური კომუნიკაციის დაკარგული ხელოვნება დამებრუნებინა“, — ამბობს ანა და აღნიშნავს, რომ წერაში ჩადებული მცირე ძალისხმევა შეტყობინებას უფრო მნიშვნელოვანს და დასამახსოვრებელს ხდის.

მართლაც, შეტყობინებების თითქმის ყველა პლატფორმა ცდილობდა ციფრულ კომუნიკაციაში დაკარგული ექსპრესიული ემოციის შევსებას ემოჯით, შემდეგ სელფებით და შემდეგ ანიმაციური ავატარებით, როგორიცაა Bitmoji. „ელექტრაგრამა“ კი ორი ეპოქის ტენდენციებს მოიცავს — ვინტაჟურად ნოსტალგიური და, ამავდროულად, თანამედროვე ტექნოლოგიების შესაძლებლობებზე დაფუძნებული.

საგულისხმოა, რომ ანას და გრეიდონს დიდი გეგმები აქვთ აღნიშნულ პლატფორმასთან დაკავშირებით. მათ სურთ, კრეატორებისთვისაც მეტი სივრცე შექმნან, თანაც ისინი უკვე უშვებენ NFT საკანცელარიო ნივთებს, რომლებიც ცნობილ დიზაინერებს ეკუთვნით.

BANG & OLUFSEN წარმოგიდგენთ ახალ BEOPLAY EX უკაბელო ყურსასმენებს, ხმაურის აქტიური გაუქმებით

„ვებსტერის უნივერსიტეტის” ქართული კამპუსი მაგისტრანტების პირველ ნაკადთან შესახვედრად ემზადება