ტენეს გუნდმა ელექტრო ველოსიპედი შექმნა, რომელიც სატერფულების დატრიალებით, ბიჯური ძრავის მეშვეობით, ელექტრო ენერგიას გამოიმუშავებს.
ველოსიპედის ნახვა შეგეძლებათ, 29 დეკემბერს, ორბელიანის მოედანზე, საახალწლო სოფელში.
ადგილზე, ნებისმიერ მსურველს ექნება საშუალება საკუთარი ენერგიით დამუხტოს ტენეს Power Bank-ები, რომლებიც მოგვიანებით ტენეს ველო გენერატორთან ერთად გაიგზავნება უკრაინაში.
გელით ყველას, ერთად გავუგზავნოთ უკრაინელებს ქართული ენერგია და ვუსურვოთ მათ გამძლეობა.
[პარტნიორის კონტენტი]