in

„სად კვდება თქვენი ტანსაცმელი?“ — Electrolux-ის ახალი კამპანია

მოდის ინდუსტრიაში მიმდინარე მოვლენებს კარგად თუ დავაკვირდებით, სწრაფი მოდა მზარდი ტენდენცია ხდება. ცხადია, ეს მდგრადი განვითარებისადმი ინტერესისა და ცნობიერების ამაღლებას უკავშირდება — მსოფლიო იბრძვის გადაყრილი ტანსაცმლის დაბალი დონის შესანარჩუნებლად იბრძვის. სწორედ ამ საკითხს უკავშირდება Electrolux-ის ახალი კამპანია, რომელიც ქცევის შეცვლისკენ მოგვიწოდებს.

გლობალური კამპანია “Break the Pattern” კრეატიულ სააგენტო Forsman & Bodenfors-თან და შვედ დიზაინერებთან თანამშრომლობით შემუშავდა. 90-წამიანი კლიპი რამდენიმე სცენას მოიცავს — მათ შორის, ტანსაცმლის ჰაერში ცვენას, მაგალითად ვიდეორგოლი იწყება კადრით, სადაც ქალი გარდერობიდან ძველ ტანსაცმელს ყრის. მთლიანი პათოსი კი იმ იდეას უსვამს ხაზს, რომ ყველა ტანსაცმელს „ატაკამის უდაბნოში“ მოხვედრის პოტენციალი აქვს — ეს სამოსის სიდიდით მეორე „სასაფლაოა“ მსოფლიოში.

ვიდეოს ბოლოს ჩნდება განცხადება: „ყველაზე მდგრადი ტანსაცმელი არის ის, რაც უკვე გაქვს. ჩვენი მიზანია, მათი სიცოცხლე ორჯერ გავახანგრძლივოთ“. 

„ამ კამპანიის საშუალებით, გვსურს, ცნობისმოყვარეობა გავაღვივოთ და მომხმარებლებს ტანსაცმელზე ზრუნვის მეთოდების შეცვლაში დავეხმაროთ. თანაც, ბევრი მარტივი გზა ქმედება არსებობს, რისი განხორციელებაც ახლავე შეგვიძლია უკვე არსებული ტექნოლოგიებით. 2030 წლისთვის გარემოზე იმაზე ორჯერ ნაკლები ნეგატიური გავლენა უნდა ჰქონდეს ტანსაცმლის წარმოებას, ვიდრე ახლა“, — განმარტა ტორსტენ ბრანდტმა, ბრენდებისა და მარკეტინგის გლობალურმა ხელმძღვანელმა Electrolux-ში.

The Body Shop „დაბერების საწინააღმდეგო“ პროდუქციაზე აღარ ისაუბრებს

Global Finance-მა კობა გვენეტაძე საუკეთესო ცენტრალური ბანკების მმართველთა შორის ზედიზედ მეხუთედ დაასახელა