in

ელექტრო Copterpack პირველ სენსაციურ ფრენას ახორციელებს!

ის საკმაოდ მოცულობითი, მაგრამ ადვილად კონტროლირებადია

ცოტა ხნის წინ ინტერნეტ სივრცეში გამოქვეყნდა ვიდეო, რომელშიც ჩანს, როგორ დაფრინავს ავსტრალიელი კაცი პირადი მოწყობილობა Copterpack-ით. ის საკმაოდ მოცულობითი, მაგრამ ადვილად კონტროლირებადია.

მოწყობილობა ორ დიდ როტორს იყენებს, რომელთა დიამეტრი დაახლოებით 90 სანტიმეტრია. ისინი ნახშირბადის ბოჭკოვანი მილით სპეციალურ ზურგჩანთას უკავშირდება, რომლის ქვეშაც ელემენტები და ხელის ჩასაჭიდი შვერილებია დამაგრებული. მიუხედავად იმისა, რომ თვითმფრინავებს თვითსტაბილიზაციისა და კონტროლის მისაღწევად ოთხი ან მეტი მბრუნავი სჭირდება, Copterpack-ის შემთხვევაში ტყუპი როტორი საკმარისია.

ბატარეის პაკეტის მცირე ზომისა და ლითიუმის ელემენტების ენერგიის სიმკვრივის ცნობილი პრობლემების გათვალისწინებით, არ უნდა ველოდეთ, რომ ის ჰაერში დიდ სიმაღლეზე ავა ან დიდხანს შეძლებს მფრინავ მდგომარეობაში გაჩერებას. რაც შეეხება მოწყობილობის უსაფრთხოებას, ადამიანი მთელ სიცოცხლეს ნახშირბადის ამ ორ მილს ანდობს და ამასთან დაკავშირებული სხვა ტექნიკური საკითხები ჯერჯერობით უცნობია.

მიუხედავად ამისა, როგორც ვიდეოში ვხედავთ, მთლიანობაში ყველაფერი გამართულად მუშაობს და ფრენაც აშკარად შთამბეჭდავია.

ეს გზა LEGO-მდე მიგიყვანთ…

Apple-ის ღონისძიება WWDC 2021 დღეს ვირტუალურ რეჟიმში გაიმართება – როგორია წინასწარი მოლოდინები?