in

კვანტური ბატარეებით ელექტრო მანქანას 3 წუთში დამუხტავთ

ელექტრო მანქანების მფლობელთათვის ყველაზე დიდი თავისტკივილი მისი დამუხტვაა. სავარაუდო დრო 30 წუთიდან 10 საათამდე მერყეობს, რაც არც თუ ისე დაბალი მაჩვენებელია. თუმცა თუ მეცნიერთა ვარაუდს დავუჯერებთ, გამოსავალი აქაც არსებობს. 

საბაზისო მეცნიერების ინსტიტუტის (IBS) ახალი ნაშრომის მიხედვით, კვანტური ტექნოლოგიით ელექტრომობილების დამუხტვა სულ რაღაც 3 წუთში გახდება შესაძლებელი. ეს კი იმ მაჩვენებელთან არის ახლოს, რაც მანქანაში ბენზინის ჩასასხმელად გვჭირდება. ხოლო თუ ეს სინამდვილეს შეესაბამება, სავარაუდოდ, ელექტრომობილების მფლობელთა რიცხვიც საგრძნობლად გაიზრდება.

მეცნიერთა ახალი თეორიის მიხედვით, კვანტური ბატარეები ენერგიის სწრაფი და ეფექტური გამოყენების საშუალებას ისეთი პროცესების მიხედვით მოგვცემს, როგორიცაა კვანტური ჩახლართვა. 

ხოლო იმისთვის, რომ თქვენი მანქანის დამუხტვის სიჩქარე გაიზარდოს, მანქანის ყველა ნაწილი ერთდროულად უნდა იყოს ჩართული იმ პროცესში, რომელსაც გლობალური დამუხტვის პროტოკოლით ვიცნობთ. მართალია, არსებული ბატარეებით ეს ვერ მოხდება, მაგრამ კვანტური დამუხტვა ამ ფენომენის გამოყენების საშუალებას ნამდვილად მოგვცემს.

საინტერესოა ისიც, რომ კვანტური ტექნოლოგიის გამოყენება არა მხოლოდ ელექტრომობილებზე, არამედ, მალე, სამომხმარებლო ელექტრონიკაშიც შეგვეძლება.

აი, რამდენი წლისაა სინამდვილეში ჩვენი გალაქტიკა

რას გულისხმობს ფინანსური სტაბილურობა?