ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მკვეთრად გაიზარდა ონლაინ შოპინგი. 2021 წლის ბოლოსთვის ონლაინ გაყიდვები მხოლოდ დიდ ბრიტანეთში საცალო ხარჯების თითქმის მესამედს (30.2%) შეადგენდა. თუმცა რამდენიმე გამორჩეული ვებგვერდის გარდა, ამგვარი შოპინგის ხალისი ძალიან დაბალია — მარტივად რომ ვთქვათ, მოსახერხებელია, მაგრამ არა დასამახსოვრებელი.
როგორც წესი, ადამიანები ყველაზე ხშირად სტუმრობენ .com დომენს, რათა საჭირო და სასურველი პროდუქცია შეუკვეთონ. უბრალოდ, მომხმარებელთა უმეტესობას რაღაც უფრო მეტი სჭირდება თუნდაც იმ განცდის გადასალახად, რომ მაღაზიებში სიარულისგან მიღებული გამოცდილება გაცილებით მომხიბვლელი და საინტერესოა, ვიდრე ონლაინ ყიდვისგან.
დროა, ბრენდებმა „იოცნებონ“
თუ ცდილობთ, ელექტრონულ კომერციულ გამოცდილებას ოცნების ელფერი შესძინოთ თუ ყველაფერს აკეთებთ იმისთვის, რომ ყველაფერი რაც შეიძლება ზღაპრული გახადოთ, თქვენთვის შესაფერისი ვარიანტები არსებობს. ციფრული გამოცდილება დაბალანსებული უნდა იყოს, რათა ბრენდის არსებული აღქმა შეავსოს.
მცირე ცვლილებებს დიდი გავლენა აქვს. პერსონალიზაციის დამატებამ ამ ვებგვერდზე რაიმე უფრო ექსპერიმენტული და მოულოდნელის შექმნამ, შესაძლოა, გამოცდილება მეტად განსაკუთრებული გახადოს. მაგალითად, ძვირადღირებულმა, დახვეწილმა ღვინის მაღაზიამ Campo alle Comete სრულიად ექსპერიმენტული მიდგომა შეიმუშავა და თავის ვებგვერდზე ბრენდის განსხვავებული „სამყარო“ შექმნა. უფრო კონკრეტულად, აქცენტი პროდუქციის თხრობითობაზე გააკეთა, რათა ძირითადი ფოკუსი ფასიდან მის არამატერიალურ ღირებულებაზე გადასულიყო.
ექსპერიმენტული სივრცეები, რომლებიც სპეციალურად შექმნილია ურთიერთქმედების გასაღრმავებლად, ინტელექტუალური ტექნოლოგიების დანერგვას მოითხოვს. ეს არის საინტერესო დრო, როდესაც ინოვაციებისა და გადაწყვეტილებების ტესტირება/გამოყენება ყველა ტიპის თუ მასშტაბის ბრენდის მიერ ხდება.
სტატიაში კი ელექტრონული კომერციის მომავლისთვის საჭირო 5 რჩევას შემოგთავაზებთ:
1. მოძრაობა: ვიზუალური შეგრძნება
2D ანიმაციის გაფართოება ახალ რეალობას ქმნის ციფრული პროდუქტებისთვის, აფიქსირებს მათ აქამდე „უცნობ“ დეტალებს. მაგალითად, ManvsMachine-ის Sleep Evolution სერია Purple-ისთვის ციფრულად აცოცხლებს პროდუქტის შეგრძნებას. იგი ლეიბის ყველა ელემენტს დეტალურად ასახავს, როდესაც შესაბამის მოძრაობაშია — იკუმშება და ბრუნავს, რაც მის ელასტიკურობასა და კომფორტს აჩვენებს. ეს არის ონლაინ შეხების გამოცდილების საუკეთესო ვერსია.
2. ინტერაქციული 3D ვიზუალიზაცია
Yeezy Supply-ს მიეწერება ელექტრონული კომერციის წესების შეცვლა. მომხმარებლებს შეუძლიათ აირჩიონ ნამდვილი მოდელების ავატარის მსგავსი 3D გამოსახულებები და ტანსაცმელი მათ მიერ არჩეულ მოდელს მოარგონ. მომხმარებლის ქცევის შეცვლა სტატიკური სურათების ნახვიდან ვირტუალურ პროდუქტებთან აქტიურ ინტერაქციამდე, შეძენის ალბათობას მნიშვნელოვნად ზრდის.
3. გაფართოებული რეალობა
AR სულ უფრო ხელმისაწვდომი ხდება, რაც მომხმარებელს საშუალებას აძლევს, დიდი პროდუქციის ტესტირების, დეგუსტაციისა და ვიზუალიზაციის გზით მიიღოს ახალი გამოცდილება. Ikea Place საორიენტაციო ნიშანი გახდა გაფართოებული რეალობის აპლიკაციების ტექნოლოგიაში, რომელიც მყიდველებს საშუალებას აძლევს, ვირტუალურად „განათავსონ“ პროდუქტები საკუთარ სახლში. ამისთვის კი ვიზუალური ძიების ფუნქციონალურ საშუალებას იყენებს. აპლიკაცია მომხმარებლებს ეხმარება, საკუთარი სივრცის დიზაინერები გახდნენ და სრულად გამოიყენონ ფანტაზია.
4. მანქანური სწავლება
ტექნიკური სტარტაპები პერსონალურად იღებენ მონაცემთა მეცნიერებას, რათა ახალი ელექტრონული კომერციის სავაჭრო მოდელები შექმნან. Stitch Fix ამ მიდგომის პიონერია. ინტელექტუალური მანქანათმცოდნეობის ხელსაწყოების ჭკვიანური კომბინაციისა და ადამიანთა ექსპერტის განსჯის გამოყენებით, კომპანიამ ელექტრონული კომერციის პლატფორმა შექმნა, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს, მეცნიერებით მხარდაჭერილ მოდაზე იოცნებოს.
5. ვირტუალურად მხარდაჭერილი გაყიდვები
სასაუბრო და მართვადი შოპინგი სულ უფრო და უფრო დახვეწილია. ეს უფრო ძლიერი ურთიერთობების დამყარებას უწყობს ხელს და პერსონალიზებული სერვისის დონეს ქმნის. მაგალითად, Deciem at Home აკავშირებს მყიდველებს მაღაზიის მიკროინფლუენსერებთან რეალურ დროში, რათა ვიდეო ბმულების საშუალებით მიიღონ კონსულტაცია.
თამამი კომპანიები, რომლებიც ინვესტირებას ახდენენ ელექტრონული კომერციის გამოცდილებაში, მომავლის ლიდერები იქნებიან. საკმარისი არ არის მხოლოდ მოკლევადიანი ტაქტიკური ზომების მიღება. საუბარია გრძელვადიან თამაშზე საოცნებო მისიების გასახსნელად და მომხმარებლებთან უფრო მჭიდრო კავშირების დასამყარებლად.