26
Sep
2019

ააშენეს, სანამ მივირთმევდით – “ელემენტ კონსტრაქშენი”

26 Sep 2019

იცნობთ სამშენებლო კომპანიას, რომელსაც რესტორნის რეკონსტრუქცია-მშენებლობა მისი მუშაობის პარალელურად შეუძლია? ეს ,,ელემენტ კონსტრაქშენია“.

სამი თვის განმავლობაში საბურთალოს ,,მაკდონალდსში“ უცნაური ამბავი ხდებოდა. თქვენ კვლავინდებურად შეგეძლოთ მიგერთვათ ჩიზბურგერი, დაგეგემოვნებინათ გემრიელი ყავა და ეს ყველაფერი კვების ობიექტში მიმდინარე სარეკონსტრუქციო-სარემონტო სამუშაოების თანხლებით.

,,ელემენტ კონსტრაქშენის“ მოვალეობაში ამჯერად არა მარტო მაქსიმალურად უსაფრთხო და ხარისხიანი მშენებლობა, არამედ ,,მაკდონალდსის“ მომხმარებლებისთვის ჩვეული კომფორტის შენარჩუნება იყო.

სამშენებლო კომპანიაში ამბობენ, რომ უჩვეულო გამოწვევას ენთუზიაზმით დათანხმდნენ. კვების მოქმედ ობიექტზე მუშაობისას ,,ელემენტ კონსტრაქშენს“ შესაძლებლობა მიეცა დაემტკიცებინა, რომ უსაფრთხოების სტანდარტის მაქსიმალური დაცვა შეუძლია, თანაც არა მხოლოდ საკუთარი თანამშრომლებისთვის.

სრულიად შეცვლილი და განახლებული ,,მაკდონალდსი“ – შთამბეჭდავი შედეგი სამშენებლო კომპანიამ დაუჯერებლად მოკლე ვადაში, სამ თვეში, წარმოგვიდგინა. ორ თვეზე მეტი სამშენებლო პროცესი რესტორნის მუშაობის თანხლებით მიმდინარეობდა, აქტიური იყო მაკ-დრაივიც.

გემრიელი მშენებლობა ასე დასრულდა:

მანამდე კი:

იმეგობრეთ ,,ელემენტ კონსტრაქშენთან“

https://www.facebook.com/ElementConstructionGe/

და ესტუმრეთ

www.ec.ge

 

[პარტნიორის კონტენტი]

განხილვა