in

ელემენტ ჰოლდინგი კორპორაციული მდგრადობის ჯილდოს მფლობელი გახდა

„ელემენტ ჰოლდინგი“ კორპორაციული პასუხისმგებლობის კონკურსის “ბიზნესი მდგრადი განვითარებისთვის 2024” გამარჯვებულია. კომპანიამ აღიარება პროექტით „სამშენებლო სექტორის მომზადება ევროკოდებისთვის“  მოიპოვა.

განხორციელებული აქტივობა კონკურსის ნომინაციას „პარტნიორობა მდგრადი განვითარებისთვის“ ეკუთვნის, რომელიც გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებიდან გამომდინარეობს. „ელემენტ ჰოლდინგის“ პარტნიორ მხარეს პროექტში „ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია“ წარმოადგენდა.

„აქტივობებმა ერთი მხრივ, სამშენებლო სფეროს წარმომადგენლები ევროკოდების დანერგვისთვის მოამზადა, მეორე მხრივ კი, მნიშვნელოვანი როლი ითამაშა საინფორმაციო კამპანიამ, რომელმაც საქართველოს რეგიონებიც მოიცვა და ევროკოდების შესახებ ამომწურავი პასუხები გასცა დაინტერესებულ მხარეებს“, – ეკა მამამთავრიშვილი, „ელემენტ ჰოლდინგის“ მარკეტინგისა და სტრატეგიული კომუნიკაციების ხელმძღვანელი.

აღნიშნული პროექტის გარდა, კორპორაციული მდგრადობის ჯილდოს  „ბიზნესი მდგრადი განვითარებისთვის“ ღონისძიებაზე საზოგადოება „ელემენტ ჰოლდინგის“ არაერთ საინტერესო ინიციატივას გაეცნო.

„ხარისხიანი განათლება, სოციალური მეწარმეობის განვითარება, სამოქალაქო ინიციატივების წახალისება, ღირსეული და უსაფრთხო სამუშაო სტანდარტების დამკვიდრება, ახალგაზრდა მეწარმეთა მხარდაჭერა – კომპანიის CSR პროფილი მნიშვნელოვან პროექტებს მოიცავს, რომელიც გრძელვადიან პერსპექტივაში მოიაზრებს როგორც ბიზნეს, ასევე სოციალურ სარგებელს“, – ეკა მამამთავრიშვილი, „ელემენტ ჰოლდინგის“ მარკეტინგისა და სტრატეგიული კომუნიკაციების ხელმძღვანელი.

„კორპორაციული მდგრადობის ჯილდო – ბიზნესი მდგრადი განვითარებისთვის 2024“  გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ორგანიზებითა და შვედეთის ფინანსური მხარდაჭერით გაიმართა. კონკურსის გამარჯვებულები ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტების, ასევე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებისგან დაკომპლექტებულმა ჟიურიმ გამოავლინა.

ორგანიზატორთა განმარტებით, ღონისძიება ხაზს უსვამს კომპანიებს, რომელთა საქმიანობაც პროგრესულ და თანამედროვე ღირებულებებზეა დაფუძნებული, ეყრდნობა მაღალ სტანდარტს, მიზნად ისახავს მდგრად განვითარებას და გრძელვადიანი სარგებელი მოაქვს როგორც კომპანიისთვის, ისე საზოგადოებისთვის.

[პარტნიორის კონტენტი]

Skoda-მ ახალი მანქანისთვის შთაგონება ციყვებსა და ენოტებში იპოვა

Ritz-Carlton – ელეგანტურობისა და ფუფუნების ისტორია