საახალწლოდ, შვილისთვის სასურველი საჩუქრის ყიდვა ხომ დიდი საფიქრალია, თუმცა, განსაკუთრებული თავის ტკივილი მაშინ იწყება, როდესაც სათამაშოსთვის ელემენტების ყიდვა ავიწყდებათ. საახალწლო ფუსფუსში, მაღაზიაში ელემენტების საყიდლად გასასვლელი დრო მშობელს არ რჩება ხოლმე. საჩუქრის ისე გადაცემა კი ცალკე უკმაყოფილებაა. გადაღლილი მშობლების დასახმარებლად, Duracell–მა საახალწლო კამპანია წამოიწყო, რომლის ფარგლებშიც, ბრენდის თანამშრომლებს ელემენტები მომხმარებელთან სახლში მიაქვთ. როგორც კი მშობელი აღმოაჩენს, რომ ნაყიდ სათამაშოს ელემენტები არ აქვს, სმარტფონის საშუალებით, უთითებს ზუსტ მისამართს და უმოკლეს დროში, სახლიდან გაუსვლელად, იღებს მნიშვნელოვან დეტალს. ასეთი მომსახურების წყალობით, არც ბავშვი დარჩება განაწყენებული და მშობელიც მშვიდად შეხვდება ახალ წელს.
https://www.youtube.com/watch?v=vRi2iXv3TCc












