in

ელენე გუჯეჯიანი – #პირველისამსახური

ინგლისური ენისა და ლიტერატურის ფილოლოგიის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ვიყავი, როდესაც კერძო სკოლა “ოპიზაში” დავიწყე მუშაობა. გავიარე რამდენიმეეტაპიანი გასაუბრება და დაწყებითი კლასის პედაგოგი გავხდი. წელიწადნახევრის შემდეგ, გადავწყვიტე საჯარო სასწავლებელშიც მეცადა ბედი და 178-ე სკოლაში გადავედი, უფროსი კლასების პედაგოგად. ცოტა ხნის შემდეგ, გავიგე ვაკანსიის შესახებ – საქართველოში სწორედ მაშინ გაიხსნა ბრიტანული ცენტრი და ინგლისური ენის პედაგოგებს არჩევდა. 15 კანდიდატიდან 3  შეგვარჩიეს. ეს იყო 2002 წელს, როდესაც ქვეყანა განვითარების ახალ ეტაპზე გადადიოდა და ჩემთვისაც სწორედ ამ პერიოდში დაიწყო სრულიად ახალი გამოცდილება, ენისა და მეთოდოლოგიის კუთხით და უკვე 19 წელია, ამ გუნდის ნაწილი ვარ.

BC თავიდანვე დიდ ყურადღებას აქცევდა თანამშრომლების განვითარებას და სასწავლებლად, ქალანის მეთოდის ორგანიზაციის (CMO) სკოლაში, ინგლისში გამამგზავრა. იქ გავიარე სიღრმისეული ტრენინგები, ქალანის მეთოდზე და დაბრუნების შემდეგ, მალევე გავხდი ბრიტანული ცენტრის 13 სკოლიდან ერთ-ერთის სასწავლო ხელმძღვანელი. შეიძლება ითქვას, ერთ-ერთი პირველი ვარ, მათ შორის, ვინც საქართველოში ქალანის მეთოდით ჩაატარა გაკვეთილი. ბრიტანულ ცენტრს არასოდეს დაუხევია უკან, ეზრუნა ჩემი და სხვა თანამშრომლების განვითარებაზე – გარდა იმისა, რომ საზღვარგარეთ გვაგზავნიდა სასწავლებლად, საქართველოშიც ხშირად ჩამოჰყავდა უცხოელი ტრენერები ჩვენი განვითარებისთვის, რის შედეგადაც, ქალანის მეთოდის სერტიფიცირებული ტრენერი გავხდი.

ძალიან დიდი გამოწვევა იყო, როდესაც პანდემიის პირობებში, სასწავლო პროცესი ონლაინ რეჟიმზე გადავაწყეთ. თუმცა, გამოცდილებამ მოგვცა საშუალება ონლაინ სწავლებაზე მოქნილად გადავსულიყავით და ასეთ რთულ პერიოდში, ხარისხთან კომპრომისზე არ წავსულიყავით.

ბრიტანულმა ცენტრმა მომცა საშუალება, ნულიდან დამეწყო ყველაფერი და სწავლების სრულიად განსხვავებული მეთოდით მიმეწოდებინა ცოდნა ჩვენი სტუდენტებისთვის.

ელენე გუჯეჯიანი – ბრიტანული ცენტრის სწავლების ხარისხის მართვისა და კონტროლის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

Apple ვირტუალური რეალობის სათვალის შექმნაზე მუშაობს

Raspberry Pi – მოწყობილობა, რომელიც ყველა სახის “ლეგოს” აგურს დამოუკიდებლად ალაგებს