in

ელენე ჯღარკავა: თავი მეათე – „სადაც CSB და ელენე ისევ შეხვდნენ ერთმანეთს და დეკანობა იწყება“

ელენე ჯღარკავამ, 6 წლის განმავლობაში, კავკასიის უნივერსიტეტის მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორის პოზიციიდან, როგორც თვითონ ამბობს, საკმაოდ საინტერესო გამოცდილების დააგროვების შემდეგ, რადგან საგანმანათლებლო სექტორის მარკეტინგული და PR სტრატეგია კონცეფციურად საკმაოდ განსხვავდება ნებისმიერი სხვა კომერციული ბიზნესის სტრატეგიისგან – CSB – კავკასიის ბიზნეს სკოლის დეკანის პოზიციაზე გადაინაცვლა და დასრულდა კიდევაც მისი კავკასიის უნივერსიტეტთან 17 წლიანი ურთიერთობის პირველი ნაწილი:  

bog
bog-mob

ერთ-ერთი დიდი ღონისძიების დასრულების შემდეგ, შემთხვევით გადავეკვეთე სადილზე უნივერსიტეტის პრეზიდენტსა და ვიცეპრეზიდენტს. სადილის შემდეგ მითხრეს, რომ საქმე ჰქონდა ჩემთან და შეხვედრების ოთახისკენ წავედით. სანამ შეხვედრების ოთახამდე მივედით, ორი აზრი მიტრიალებდა თავში: „რაღაც დეტალი არ მოეწონათ ღონისძიების მსვლელობისას და უნდათ, რომ გამიზიარონ“ ან „შემდეგ დღეს დაგეგმილ, დაახლოებით, 1000 სტუმრიან ღონისძიებაზე უნდათ რეკომენდაციების მოცემა“. რასაკვირველია, არცერთი აღმოჩნდა ჩვენი შეხვედრის მიზეზი. რამდენიმე წუთიანი პაუზის შემდეგ, მივიღე შეთავაზება პოზიციაზე, რომელიც ასე ჟღერს: „კავკასიის ბიზნესის სკოლის (CSB) დეკანი“. ამ ფრაზის დასრულების შემდეგ ნაწილი 1-ლის ცხრავე თავსა და ჩემი კავკასიის უნივერსიტეტში გატარებულ 17 წელს გადავავლე თვალი და მივხვდი, რომ ყველაზე საინტერესო და მნიშვნელოვანი თავი იწყებოდა ჩემს კარიერაში. მიღებულ შეთავაზებას დავეთანხმე და 1 აგვისტოდან დაიწყო ახალი, აბსოლუტურად სხვა შინაარსის ნაწილი 2, – ელენე ჯღარკავა

M: საიდან იწყება 17 წლის ათვლა?
17 წლის ათვლა იწყება 2001 წლიდან, ბაკალავრიატის სტუდენტობიდან და ეს 17 წელი მოიცავს 9 თავს, რომელიც დაკავშირებულია კავკასიის უნივერსიტეტთან:

თავი პირველი: ბიზნესის სკოლის სტუდენტი;
თავი მეორე: მარკეტინგის პროფესორის ასისტენტი;
თავი მესამე: კავკასიის ბიზნესის სკოლის კურსდამთავრებული;
თავი მეოთხე: მარკეტინგის ლექტორი;
თავი მეხუთე: ფონდების მოზიდვის მენეჯერი;თავი მეექვსე: მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტი;
თავი მეშვიდე: მარკეტინგის კათედრის ხელმძღვანელი;
თავი მერვე: ბიზნესის სკოლის პროგრამების აკადემიური დირექტორი;
თავი  მეცხრე: მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორი.
13 წელია, მარკეტინგის მიმართულების საგნებს ვასწავლი, ზუსტად ეს არის ის, რასაც ყველაზე დიდი სტიმული, მოტივაცია და შთაგონება მოაქვს ჩემს კარიერაში, სტუდენტებთან ურთიერთობა, მათი მოსმენა და ცოდნის გაზიარება.

M: რას მოგვიყვებით მეათე თავში?
თავი მეათე: „სადაც CSB და ელენე ისევ შეხვდნენ ერთმანეთს და დეკანობა იწყება“.  თავები, რომლებიც ნაწილი 2-ის ქვეშ დაიწერება, იქნება ძალიან საინტერესო, ბევრი ახალი დასახული მიზნებისა და მიღწეული შედეგების შესახებ; იქნება სტუდენტების, ლექტორების, ადმინისტრაციისა თუ კურსდამთავრებულების წარმატების ისტორიებით სავსე; ამ თავებში მოვყვებით ახალი პროგრამების, თანამშრომლობებისა და საერთაშორისო აღიარებების შესახებ; ეს არის ჩემი კარიერის ის თავები, რომელთა განვითარებაც ჩემთვის ძალიან საპასუხისმგებლო და ახალი გამოწვევებით დახუნძლული იქნება.

ქართული ლოგოები კონკურენტი კომპანიების ფერებში!

ცნობილი ლოგოები, როგორც ყოველდღიური მოხმარების ნივთები! – იაპონელი ხელოვანის ნამუშევრები