Silk Road Group-ში შემავალი კომპანია Silk Hospitality-ს გუნდს ელენე მაჭავარიანი შეუერთდა და 2021 წლის იანვრიდან, ოფიციალურად, ჯგუფის საოპერაციო დირექტორის პოზიციას (Chief Operating Officer, COO) დაიკავებს. რაც ნიშნავს, რომ ბრენდის სასტუმროებისა და რესტორნების საოპერაციო მიმართულება მთლიანად მისი პასუხისმგებლობის ქვეშ ექცევა.
მოხარული ვარ, რომ ვუერთდები Silk Hospitality-ს გუნდს. ჯგუფს, რომელსაც ძალიან დიდი რესურსი აქვს. ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობა და ახალი გამოწვევაა ამ პოტენციალის ეფექტური მართვა”, – ელენე მაჭავარიანი.
შეგახსენებთ, რომ ელენე მაჭავარიანი, 10 წლის განმავლობაში, Adjara Group-ში საქმიანობდა. მონაწილეობა აქვს მიღებული ყველა ადგილობრივი საასტუმროს გახსნის პროცესში, როგორიცაა: Rooms Hotels, „ფაბრიკა“ და სხვა. 2016 წლიდან, 4 წლის განმავლობაში, Kazbegi Rooms-ში გენერალური მენეჯერის პოზიციას იკავებდა.
რაც შეეხება თავად ბრენდს, „სილქ ჰოსფითალითი“ სტუმარ-მასპინძლობისა და გასართობი ბიზნესის სექტორში, მრავალწლიანი გამოცდილების მქონე და მაღალკვალიფიციური კადრებით დაკომპლექტებული ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა საქართველოში.
„სილქ ჰოსფითალითი“, „სილქ როუდ ჯგუფში“ შემავალი მზარდი ბრენდია, რომელიც მსოფლიო სასტუმროების ინდუსტრიის ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ ჯგუფთან (Radisson Hotels Group) თანამშრომლობს, ასევე თავად მართავს სასტუმროებს, რესტორნებსა და გასართობ დაწესებულებებს.
კომპანია ამ ეტაპზე ოპერირებას უწევს 13 ობიექტს და დასაქმებული ჰყავს 2000-ზე მეტი თანამშრომელი.
„სილქ ჰოსფითალითის“ მოქმედი ობიექტებია:
- Radisson Blu Iveria Hotel, Tbilisi;
- Radisson Blu Hotel, Batumi;
- Radisson Collection Hotel, Tsinandali Estate;
- Park Hotel, Tsinandali Estate;
- Tsinandali Estate Winery;
- Casino Iveria, Tbilisi;
- Casino Iveria, Batumi;
- Republic Event Hall, Tbilisi;
- Republic Rooftop Restaurant-Bar-Terrace, Tbilisi;
- Restaurant Republic 24, Tbilisi;
- Noble Savage Club, Tbilisi;
- Iveria Beach Club, Batumi;
- Neptune Sport Complex, Tbilisi.