in

ელენე შატბერაშვილის ნახატები პარიზსა და ლაიფციგში გამოიფინება

25 თებერვალს პარიზში Tajan The Gallery-ში ქართველი მხატვრის, ელენე შატბერაშვილის ნახატები გამოიფინება. გამოფენაში “Portraits Forever” ძველი და თანამედროვე მხატვრების მიერ შესრულებული პორტრეტები შევა. სასიამოვნოა ისიც, რომ ამ პორტრეტებს შორისაა ამედეო მოდილიანის ნახატიც.

ელენეს ნახატები ასევე გამოიფინება 29 თებერვალს ლაიფციგში, საერთაშორისო გალერეა Aigen Art-ში. გამოფენაში, სახელწოდებით “J’aime, je n’aime pas” 6 ახალგაზრდა მხატვარი მონაწილეობს.

“ორივე გამოფენა პირველია სწავლის დამთავრების შემდეგ. ზოგადად ნებისმიერი გამოფენა არის ეტაპი, რომლის დროსაც იგებ სხვა ადამიანების აზრს, სხვა კონტექსტში და სივრცეში უყურებ შენს ნამუშევარს, დისტანცირდები მისგან. ეს კი საშუალებას გაძლევს, რომ უკეთესად შეაფასო საით მიდიხარ შენს საქმეში, დაინახო ახალი მიმართულებები, ისევე როგორც შეცდომები.

მეორე, ანუ გერმანიის გამოფენა იმოტომაა მნიშვნელოვანი, რომ მასში ის მხატვრები ვმონაწილეობთ, ვისთან ერთადაც ვიყავი სახელოსნოში, ვისი გავლენითაც გავიზარდე და ვყალიბდები ისევ, ბევრი რამ ვისწავლე მათგან. ვისთანაც ვმეგობრობ.. პატარა community-ვით ვართ,” – ელენე შატბერაშვილი.  

პერსონაჟებად ქცეული მცენარეები – დათო სიმონიას ილუსტრაციები

TKT.ge-ზე უკვე ავიაბილეთები იყიდება