in

ელენე სიგუა Giggles-ის CEO გახდა

ელენე სიგუა სათვალეების ფრანგული ბრენდის, IZIPIZI-ს ოფიციალური დისტრიბუტორის, Giggles-ის აღმასრულებელი დირექტორი გახდა. მანამდე, Wilbour Holding-ის მარკეტინგს ხელმძღვანელობდა, ზუსტად 5 თვეში ამავე ჯგუფში შემავალი Giggles-ის CEO გახდა. ამბობს, რომ  IZIPIZI-ს ბრენდს, პირველად, საფრანგეთში „შეხვდა“, კონცეპტუალურ მაღაზიაში “Colette“, რომელსაც მსოფლიოს წამყვანი დიზაინერები  და ცნობილი ადამიანები სტუმრობენ.

BOG
BOG

„სტილი, დიზაინი, ხარისხი – ყველაფერი გენიალური აღმოჩნდა მხოლოდ ფასმა გამაკვირვა – საკმაოდ ხელმისაწვდომი იყო. ამიტომაც, IZIPIZI-მ მაშინვე მომხიბლა. მაშინ ავტომატურად თავში ეს სლოგანი მომივიდა “You Don’t Have To Be Rich, To Be Cool“. ალბათ, შემთხვევით არაფერი ხდება და ის, რომ 7 წლის შემდეგ „IZIPIZI”-ის ოფიციალური დისტრიბუტორის, „გიგლსის“ დირექტორად დანიშვნის შესაძლებლობა მომეცა, ამ ფაქტმა ზუსტად ისეთივე განცდა გამოიწვია ჩემში, რაც მისი პირველად დანახვისას. ამიტომ, ჩემი საქმიანობის ამომავალი წერტილი, იმ პოზიციონირების გამყარება იქნება, რაც ბრენდის უკან  სლოგანში იკვეთება. “PUT A SMILE ON YOUR FACE“ – „იზიპიზი“ საშუალებას გაძლევს ცხოვრების ყველა მომენტი გაიფერადო“.  

ელენე სიგუა ამბობს, რომ მისთვის Giggles-ის გუნდის ხელმძღვანელობა დიდი პასუხისმგებლობა და გამოწვევაა. სურს, ბრენდს კიდევ უფრო მეტი მომხმარებელი ჰყავდეს საქართველოში.

“Ჩვენი გუნდი Პროფესიონალი კადრებითაა დაკომპლექტებული. გვჯერა, რომ ეს ბრენდი კიდევ უფრო კაშკაშა გახდება ქართულ ბაზარზე.  IZIPIZI, როგორც სათვალე თვითგამოხატვის საშუალებაა და თანამედროვეობის კვალდაკვალ, დახვეწილ გემოვნებაზე მიუთითებს. ჩვენი მიზანია, ბევრი გაღიმებული სახის უკან,  ბევრი კმაყოფილი მომხმარებელი დავინახოთ. სამომავლოდ ვგეგმავთ გაფართოებას – რეგიონებსა და საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში – გვინდა, ზუსტად ისე შევაყვაროთ ყველას ეს ბრენდი, როგორც ბევრი წლის წინ, ერთი ნახვით მომნუსხა და დამატყვევა”. 

IZIPIZI-სთვის მთავარი ფასეულობა  ადამიანის შინაგანი სამყაროა და არა მისი ფინანსური შესაძლებლობები“.

ამბობს, რომ გამოწვევებთან ბრძოლაში ის განათლება და გამოცდილება დაეხმარება, რომელიც წლების განმავლობაში ევროპასა და საქართველოში დააგროვა.

პრაღიდან მადრიდამდე ბაკალავრისა და მაგისტრანტის ცოდნით აქ დაბრუნებულმა, კარგად ვიცი, რა სჭირდება მომხმარებელს და რაზე უნდა გავაკეთო სწორი აქცენტები. ბუნებრივია, საქართველოში დაბრუნების შემდეგ, ბევრი საინტერესო კომპანია და დიდი გამოცდილება იყო ჩემს ცხოვრებაში – „ბურგერ კინგიდან“ – „თიბისი ლიზინგამდე“ მრავალფეროვანი ცოდნა დამიგროვდა… შემდეგ იყო „საქართველოს ბანკი“, სადაც საცალო მიმართულების ბრენდ მენეჯერი ვიყავი. არაჩვეულებრივი გამოცდილება მივიღე. პარალელურად, ვიყავი ბუტიკ სასტუმროს ერთ-ერთი დამფუძნებელი და დირექტორი“.

 

ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდიის ახალი გამარჯვებული 26 წლის ლიკა კეშელავაა

ნაიკმა ზამთრის სათამაშო პრემიერ ლიგის ახალი ბურთი წარადგინა