in

ელექტრო ID.Buzz – Volkswagen წარსულს მომავალში აბრუნებს

მიმდინარე კვირაში Volkswagen-მა ოფიციალურად წარადგინა ID. Buzz, რომლითაც რეტრო მიკროავტობუსების ახალ სიცოცხლეს გვიჩვენებს. თანამედროვე და ელექტრო მიკროავტობუსის დებიუტი ევროპაში ამ წლის ბოლოს შედგება. Buzz-ს გატესტავენ ჰამბურგში, მართვის საერთო პროგრამის დროს. 

აშშ-ის ვარიაცია გამოჩნდება 2023 წელს, უფრო სტილიზებული ამერიკული ბაზრისთვის“, – ირწმუნება ამერიკის Volkswagen-ის აღმასრულებელი დირექტორი, სკოტ კეოგი და დასძენს, რომ ამ მანქანისთვის ნამდვილად ღირს ლოდინი. მისი ევროპელი ბიძაშვილისგან განსხვავებით, ამერიკულ მოდელს უფრო გრძელი ბორბლის ბაზა ექნება.

Buzz-ის შესაძლებლობებში შედის 260 მილის გავლა და დაახლოებით ნახევარ საათში დამუხტვის 5-დან 80%-მდე აწევა DC სწრაფი დამტენის გამოყენებით. 

ამ ნოსტალგიური ავტომობილის დამატებითი და განახლებული ფუნქციები გარემოს რეგულირებადი განათებაა და წინა სავარძლები მასაჟის ეფექტით. ამასთან, მიკროავტობუსს ექნება სპორტული, მოქნილი სავარძლები მთელ სალონში და დიდი სივრცე ბარგისთვის. 

როგორ უნდა შევწყვიტოთ ზედმეტი ფიქრი და მივენდოთ ინტუიციას?

მეცნიერებმა „ქალთევზას მუმიის“ შესწავლა დაიწყეს