in

ელექტრომანქანის ყიდვის დროა! – პროკრედიტ ბანკის სრულიად ახალი, ექსკლუზიური შეთავაზება

ელექტრომანქანის ყიდვის დროა, აცხადებენ პროკრედიტ ბანკში! ბანკი ბაზარზე ახალი, ექსკლუზიური პროექტით გამოჩნდა და სპეციალურად პროკრედიტ ბანკის მომხმარებლებს ისეთი პროდუქტი შესთავაზა, რაც ელექტრომანქანის ყიდვას კიდევ უფრო მომხიბვლელსა და ხელსაყრელს ხდის.

პროექტის ფარგლებში, ექსკლუზიურად მხოლოდ ის მომხმარებლები, რომლებიც პროკრედიტ ბანკის დაფინანსებით შეიძენენ ელექტრომანქანას, მიიღებენ ბაზარზე არსებულ სრულიად გამორჩეულ პირობებს. ელექტრომანქანის სესხით, Eco Mobility-თ დაფინანსების შემთხვევაში, მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა: 1. შეარჩიოს და წაიყვანოს ახალი ელექტრომანქანა პირდაპირ პარტნიორი დილერი კომპანიის შოურუმიდან. 2. მიიღოს სესხი Eco Mobility ბაზარზე საუკეთესო პირობებით. 3. ექსკლუზიურად მიიღოს მნიშვნელოვანი, მოცულობითი ფასდაკლებები ელექტრომანქანაზე. 4. მიიღოს სპეციალური საგარანტიო შეთავაზებები. 5. შეარჩიოს სპეციალური სადაზღვევო პაკეტები.

ელექტრომანქანები სულ უფრო პოპულარული ხდება, მოთხოვნა მზარდია და მოდელები დახვეწილი, ტექნოლოგიურადაც და დიზაინის კუთხითაც. სწორედ ამიტომ, ჩვენ განსაკუთრებული შეთავაზება შევქმენით იმათთვის, ვინც უკვე არის დაინტერესებული ელექტრომანქანის შეძენით, ან ახლა დაფიქრდება, ხომ არ გადაჯდეს ელექტრომობილზე. ჩვენი შეთავაზება არის ფინანსურად მიმზიდველი და თანხვედრაშია გარემოს დაცვასთან. ჩვენ ერთ სივრცეში გავაერთიანეთ ის მნიშვნელოვანი კომპონენტები, რაც ელექტრომანქანის შეძენას უფრო მომხიბვლელს ხდის. შედეგად, ჩვენ გავაქრეთ მანძილი და დრო თქვენსა და ელექტრო მანქანის შეძენის სურვილს შორის. მანქანის ექსკლუზიური ფასის, სესხის საუკეთესო საპროცენტო განაკვეთის და გარანტიებისა და სადაზღვევო პაკეტების ერთობლიობა არის სწორედ ის, რაც შესაძლებლობას გვაძლევს, ხმამაღლა განვაცხადოთ: ელექტრომანქანის ყიდვის დროა!“, – განაცხადა პროკრედიტ ბანკის მარკეტინგის ხელმძღვანელმა, თამარ ვაჩნაძემ.

შეთავაზების შესახებ დეტალურ ინფორმაციას პროკრედიტ ბანკის საცალო ბიზნესის განვითარების მენეჯერი, თორნიკე ფერაძე გაგვიზიარებს:

ჩვენი მიზანი იყო, რომ მომხმარებლის გამოწვევები დაგვეფარა და სრული შეთავაზება ერთ სივრცეში გაგვეერთიანებინა. პირველი კომპონენტი იყო სანდო პარტნიორი დილერების მოძიება და ჩვენ შევარჩიეთ სანდო პარტნიორი დილერები და ეს არჩევანი კიდევ უფრო მზარდია. ჩვენ გავაანალიზეთ მათი სპეციფიკა, შემოთავაზებები და შედეგად, მომხმარებელს აღარ უწევს იმაზე ზრუნვა, თუ სად შეარჩიოს და შეიძინოს ელექტრომობილი. მეორე მნიშვნელოვანი კომპონენტია ავტომობილის დაზღვევა და აქაც სრულად ვფარავთ ყველა გამოწვევას, რადგან წარმოდგენილი ელექტრო მანქანებისთვის შემუშავებულია ექსკლუზიური სადაზღვევო პაკეტებიც. ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი სესხის ტარიფია და ჩვენი შეთავაზება საუკეთესოა ბაზარზე ამ მიმართულებით“.

ბანკი ელექტრომანქანების პოპულარიზაციაზეც აკეთებს აქცენტს და ამბობს, რომ ელექტრო მანქანაზე მოთხოვნა სულ უფრო მზარდია, რადგან დაიხვეწა მოდელების მახასიათებლები, ხარისხი, ტექნოლოგია და დიზაინი, რის შედეგადაც სანდოობაც გაზრდილია. საქართველოში განვითარდა ინფრასტრუქტურაც და ელექტრომანქანების დამტენების ქსელი სულ უფრო ფართოვდება. მხოლოდ პროკრედიტ ბანკმა, ქვეყნის მასშტაბით 30-ამდე ელექტრომანქანის დამტენი სადგურები დაამონტაჟა და მომხმარებელს სარგებლობა სრულიად უფასოდ შეუძლია.

ბანკში ხაზს უსვამენ ელექტრომანქანების პრაქტიკულობასა და ეკონომიურობასაც. აღსანიშნავია, რომ ქალაქში ელექტრომანქანის პარკინგი სრულიად უფასოა. რაც შეეხება რეგულარულ ხარჯებს, შედარებისთვის, ის პირები, ვინც პირადი მოხმარებისთვის იყენებენ შიდა წვის ძრავიან, ანუ ბენზინზე ან დიზელზე მომუშავე ავტომობილებს და თვეში საშუალოდ  გადაადგილდებიან 1000-დან 2000 კილომეტრამდე, ქალაქის საცობების ციკლში მოიხმარენ დაახლოებით 10-დან 20 ლიტრამდე ბენზინს და მათი ყოველთვიური ხარჯი მერყეობს 400 ლარიდან 1300 ლარამდე, ხოლო ავტომობილის კომერციული დანიშნულებით მოხმარების შემთხვევაში, თვიური ხარჯი გაცილებით მეტია. მოხმარებლის ხარჯი ბენზინზე მომუშავე მანქანის მოხმარებისას, ბენზინთან ერთად ნაწილდება ძრავის ზეთზე, ძრავის ნაწილებსა და ხუნდებზე.

დაფინანსების მიღება და ელექტრომანქანის შერჩევა საკმაოდ მარტივია: თქვენ შეგიძლიათ, რომ დაუკავშირდეთ ბანკის კონტაქტცენტრს ნომერზე 220 22 22, ან ბანკის სპეციალურად შექმნილ შეთავაზებების კატალოგში, დაათვალიეროთ ყველა პარტნიორი დილერის შემოთავაზება, ელექტრომანქანების ექსკლუზირი ფასები პროკრედიტ ბანკის დაფინანსებით ელექტრომანქანის შეძენის შემთხვევაში, ავტომობილების აღწერები და სხვა. დაინტერესებულ მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა, რომ იქვე დაგვიტოვოს საკონტაქტო ნომერი და ბანკის წარმომადგენელი დაუკავშირდება იმავე დღეს და დეტალურად გააცნობს ყველა შეთავაზებას, დაეხმარება შერჩევაში, ტესტ დრაივის დაჯავშნაში და ასევე დეტალურად განუმარტავს სესხის პირობებს, ელექტრომანქანის შეძენის ბენეფიტებს და გაუზიარებს სხვა ნებისმიერ დაკავშირებულ ინფორმაციას.

იმისათვის, რომ გაეცნოთ დეტალურ ინფორმაციას სესხის პირობების შესახებ, ეწვიეთ ვებგვერდს , ხოლო ელექტრომობილების ფასები და პარტნიორი დილერი კომპანიების შემოთავაზებები შეგიძლიათ იხილოთ აქ: Lion Group, Sena Auto, E-Motors Georgia, GMG, Solar Auto.

ელექტრომანქანის ყიდვის დროა!

[R]

მეთორმეტე ახალი წელი „გურმეში“

„მოვყვები ამბავს, რომლის გაზიარებაც აქამდე არ შემეძლო“